|
თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია - თსკა
თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაციის (თსკა) მოღვაწეობის ძირითადი ამოცანაა მეცნიერული კვლევის დონისა და შეგნების ამაღლება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ მიზნით იგი ეხმარება და ორგანიზებას უკეთებს: ასოციაიცია გამოსცემს ქართულ და ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებს და ამ ჟურნალებს ავრცელებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. ჟურნალებში ქვეყნდება როგორც ქართველ მეცნიერთა კვლევის შედეგები, ასევე მათი უცხოელი კოლეგების ნამუშევრები. ამჟამად ასოციაცია გამოსცემს 4 სამეცნიერო ჟურნალს: ფსიქიკა - Psyche: Problems, Perspectives- ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფსიქორეჰაბილიტაციის, ფსიქიატრიის პრობლემებს ქართველ ნეირომეცნიერთა ჟურნალს – Georgian Journal of Neurosciences ჟურნალს ბიოფიზიკისა და ბიოქიმიის მკვლევართათვის– The Journal of Biological Physics and Chemistry ჟურნალები ორიენტირებულია ტრანსდისციპლინარულ კვლევებზე და მიზნად ისახავს მეცნიერული კვლევის შედეგების გამოყენებას სამედიცინო, ეკოლოგიური და სხვა აქტუალური პრობლემების დასაძლევად. სხვა პროექტები: ქართული მწერლობის საგანძურიდან პატანჯალის "იოგა-სუტრას" თარგამნები თსკა ხელს უწყობს მეცნიერული იდეებისა და აზროვნების პოპულარიზაციას მოსახლეობაში. ის შეეცდება საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ. ამიტომაც ის თანამშრომლობს ჟურნალისტებთან, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელოს და გააღრმავოს საზოგადოების ინტერესი თანამედროვე კვლევებისადმი. შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ჩვენთან და /ან მოგვაწოდოთ მასალები ჩვენი მისამართია: მოსაშვილის ქ. 1/15 თბილისი 380062 ტელ./ფაქსი:+995 32 22 59 93 ელ. ფოსტა: თსკა კოორდინატორი |