ზვიად გამსახურდია
საქართველოს სულიერი მისსია
ლექცია წაკითხული "იდრიატის" ფესტივალზე თბილისში 1990 წლის 2 მაისს
ძვირფსო მეგობრებო! ერთი ლექციის ფარგლებში ყოვლად შეუძლებელია ესოდენ რთული თემის ჩატევა და ამიტომ ამ ლექციას ექნება უფრო მიმოხილვითი ხასიათი, უფრო ზოგადად მოგახსენებთ ყოველივე იმას, რაზეც გვიფიქრია, გვიმუშავია მე და ჩემს მეგობრებს წლების მანძილზე, აგრეთვე ცალკეული გამოკვლევების შედეგებს როგორც აქ, საქართველოში, ასევე დასავლეთში.
ლექციის გეგმა ასეთი იქნება: თავდაპირველად ვისაუბრებთ ქართველთა ეთნოგენეზისზე. მე ვიცი, რომ დასავლელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ამით და გავაშუქებთ უფრო ისეთ მომენტებს, რომლებიც შეიცლება მათთვის არ იყოს ცნობილი და რომლებიც ნაკლებად შუქდება დასავლეთის დღევანდელ მეცნიერებაში. და, გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატურის მრავალწლიანი ბატონობის პერიოდში მრავალი რამ ქართული კულტურის ისტორიაში იყო მიჩქმალული, დამახინჯებული და ტაბუირებული. ერთგვარი მეცნიერული ტაბუ იყო ამ საკითხზე დადებული, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება, ვინაიდან არც ისე ადვილია იმ ავადსახსენებელი ეპოქის ჰიპნოზის შედეგების მოცილება თავიდან. მრავალი საკითხი გაყალბებულია და საბჭოთა იმპერიული მეცნიერების მიერ უზურპირებული, თავისი ინტერესებისადმი დაქვემდებარებული. ყოველივე ამის გავლენის ქვეშ, სამწუხაროდ, მოქცეულნი არიან ქართველი მეცნიერებიც. მე არ მინდა მათი კონკრეტულად დასახელება, ისინი ჯერ ვერ ბედავენ კვლევა განავითარონ იმ მიმართულებით, რაც ნათელს მოჰფენდა ამ საკითხებს. ამას ყველაფერს ძალიან დიდი და შორს მიმავალი მიზეზები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით დიდი კამპანია იყო გაჩაღებული ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა ლა ნიკო მარრის წინააღმდეგ. აგრეთვე მიჩქმალულია დასავლეთის ისეთი დიდი მეცნიერების გამოკვლევები იბერთა ეთნოგენეზისის სფეროში, როგორიც არის ვილჰელმ ჰუმბოლდტი და სხვანი. ეს იმის გამო ხდებოდა, მეგობრებო, რომ სურდათ ქართველი ერისათვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი. საბჭოთა მეცნიერებამ, კერძოდ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა, შექმნეს თეორია იმის შესახებ (არსებობს სტალინის თეორია ამასთან დაკავშირებით), რომ თურმე ქართველი ერი, როგორც ასეთი, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერად მეცხრამეტე საუკუნეში, რომ მანამდე იგი თურმე არც ერი ყოფილა და არც არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა ჩვენში კაპიტალიზმი და ვითომდაც ამან განაპირობა ქართველი ერის ერად ქცევა. ეს არის მარქსისტული თეორია, რომელიც დღემდე ბატონობს და რომელიც ზოგიერთ ჩვენს მეცნიერს დღემდე ვერ მოუცილებია თავიდან და კვლავ ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ეს ყველაფერი ისახავდა შორს მიმავალ მიზნებს.
სინამდვილეში როგორია ვითარება ქართველთა ეთნოგენეზისთან დაკავშირებით? მეოცე საუკუნეში ჩვენი მეცნიერების დიდი კორიფეების აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მიერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართველი ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული საბჭოთა მეცნიერება. ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, მიჩქმალული იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები. რაში მდგომარეობს ამ გამოკვლევათა არსი და რად არ ვითარდება თანამედროვე ეთნოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევა ამ მიმართულებით?
საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში. ეს არის გავრცელების არეთლი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასსისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ამიტომ დამკვიდრდა ტერმინი პროტოიბერიული, რომელთანაც არის დაკაშირებული უცველესი მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, პირინეებისა, იტალიისა, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური და სხვა, რასაც ნიკო მარრის შტუდიებით დაემატა მცირე აზიაში, მესოპოტამიაში უძველესი იბერიული ტომების-სუმერების ენის გამოკვლევა და, აგრეთვე, დიდი ქართველი მეცნიერის მიხეილ წერეთლის გამოკვლეული გენეტიური ნათესაობა სუმერულსა და თანამედროვე ქართულს შორის.
ნიკო მარრის და, სხვათაშორის, სომეხი მეცნიერების ობიექტური წარმომადგენლების გამოკვლევითაც (მაგალითად, ღაფანციანის გამოკვლევით) მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ მოდგმას და მესხები, ანუ მოსხები, კაპადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვანი არიან ამ მოდგმის წარმომადგენლები. როგორც ხედავთ, ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში ქართველური ან პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო საკუთრივ საქართველო, საკუთრივ ქართველი ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან. იბერიულს აქვს მრავალი განშტოება და დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, არის გვიან მოსული ევროპის კონტინენტზე. კერძოდ მეორე ათასწლეულის შემდეგ, ხოლო პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასსისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ. ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური), რომელიც უაღრესად მჭიდროდ არის მინოსურთან დაკავშირებული. ხოლო შემდგომ, უკვე მეორე ათასწლეულიდან იწყება წამოწევა ხეთური სამყაროსი, რომელიც უკვე ინდოევროპული სამყაროა, აგრეთვე ძველბერძნული სამყაროსი, რომელიც ვედური ტომიდან მომდინარეობს და მოსულია იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შემდგომ აღმოცენდა ძველბერძნული კულტურა და ძველბერძნული სამყარო, ხოლო პირველადი მოსახლეობა ძველი საბეძნეთისა, ძველბერძენი ისტორიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, განასზღვრულია როგორც პელაზგური, პელაზგური, ანუ პროტოიბერიული. პელაზგები არიან ერთ-ერთი განშტოება პროტოიბერებისა, ისევე როგორც ეტრუსკები და სხვა ხალხები, ისევე როგორც კოლხები. კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში და ამის შესახებ უკვე ძალზე სერიოზული გამოკვლევებია თანამედროვე მეცნიერებაში, რომელსაც რატომღაც სათანადო პოპულარიზებას არ უწევენ. დასავლეთში ამ მიმართულებით მოღვაწეობს ცნობილი მეცნიერი ფურნეე, რომელსაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა წინა ბერძნულის, ანუ პულაზგურის და ქართველურის შესახებ. საქართველოში ნაყოფიერად მოღვაწეობს ამ მიმართულებით პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, რომელსაც აქვს აგრეთვე მნიშვნელოვანი მიგნებები "ილიადაში" მოხსენებულ ტომთა ეთნოგენეზისის გამოკვლევისა, თუ როგორ იყო როლი ქართველური, პროტოქართული ტომებისა ტროას ომში, !ილიადაში", და გამოვლენილია გენეტიური ნათესაობა ქართული ენისა ეტრუსკულთან, ქართველური ტომებისა ლიკიელებთან, კარიელებთან და მცირე აზიისა და ეგეოსის მთელ სამყაროსთან და, უპირველეს ყოვლისა-ტროასთან. ტროა უფრო ძველი კულტურული სამყაროა, ვიდრე ელინური სამყარო, ვინაიდან ელინები ლაშქრობენ ტროაში საკრალური, მისტერიული სიბრძნისა, ანუ პალადიუმის მოპოვებისათვის. ტროა არის იგივე კოლხური სამყარო, ვინაიდან ტროელებთან აქაელების დავის დროს ტროელები ხსნიან ელენეს მოტაცებას, როგორც ერთგვარ შურისძიებას ადრე მათ მიერ მედეას მოტაცებისათვის. ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე მათ მოიტაცეს ქალი, ე. ი. მედეა, ამჟამად მათ მოიტაცეს ელენე, რომელიც ამდენად კოლხების მიერ არის მოტაცებული. ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ მოდგმას. აი, ასეთი შორს მიმავალი დასკვნები აქვს თანამედროვე მეცნიერებას, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ხდება ყოველივე ამის ტაბუირება და ხდება ინდოევროპელების როლის წინ წამოწევა იმ არქაულ, პრეისტორიულ ეპოქაში, არადა ჩვენ ვიცით, რომ ინდოევროპული მოდგმა ძირითადად აღზევდა მეორე ათასწლეულიდან. და ტროას ომი, "ილიადა" ფაქტიურად არის პერიოდი, როდესაც ინდოევროპული მოდგმა უკვე მძლავრობს მცირე აზიაშიც და საბერძნეთშიც და პელაზგურ მოდგმას უკვე დეკადანსი ემუქრება, თუმც ტროას ომის უდიდესი გმირი-აქილევსი წარმოშობით პელაზგია, ე. ი. ქართველური მოდგმის წარმომადგენელია, ხოლო აგამენონი და მენელაოსი არიან წმინდა ელინური წარმოშობის ადამიანები და ელინური სამყაროს წარმომადგენლები. აქ არის აშკარა კონფლიქტი ელინურ სამყაროსა და პროტოქართულ სამყაროს შორის. ტროა ეს არის პროტოქართული სამყარო, ელინური სამყარო კი აქაველებია. ამ კონფლიქტში იკვეთება ერთი რამ, რომ ამ ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის პალადიუსის მოტაცება, რომელიც სიმბოლურად ტროასეული ცხენის მეშვეობით ხორციელდება. მართალია, სიმბოლურად აქ არის ქალის მოტაცების მოტივი, მაგრამ ელენე, ანუ ელენე არის სიმბოლო ძველი წარმართული სოფიისა (სიბრძნის, სოფიას მოტაცება და შემდეგ მისი კვლავ გამოხსნა გავრცელებული მოტივია ანტიურ პოემებში), ხოლო ცხენი, როგორც მოგეხსენებათ, ინტელექტის სიმბოლოა ძველ ეპიურ პოეზიასა და მითოსში. აქაველთა, ელინთა მისსია-ინტელექტის განვითარება-არის უკვე ახალი ეტაპი ცნობიერებისა, ხოლო ძველკოლხური, ტროიანული, პელაზგური კულტურა ეს არის ნათელმხილველური კულტურა, რომელიც უსწრებს წინ ინტელექტისმიერ, აზროვნებით კულტურას. ძველბერძნული მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვითარებაში იგი განმარტავდა როგორც საიზმს, ე. ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას. შემდგომდროინდელი ბერძნული მითოლოგიიდან ჩვენ ვიცით, რომ პერსევსმა და სხვა გმირებმა ნათელხილველური, პელაზგური კულტურა გადაიყვანეს აზროვნებით კულტურაზე, კერძოდ, ინტელექტისმიერ ელინურ კულტურაზე.
ყოველივე ამასთან არის დაკავშირებული აგრეთვე პრომეთეს მითი. ვინ არის პრომეთე? საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ მითოსი და მითოლოგია არ არის იდენტური ცნებები. მითოსი არის მითების სამყარო, ხოლო მითოლოგია არის ამ მითების სამყაროს განმარტება, მნიშვნელობა, ანუ ლოგოსი, მითოსის ლოგოსი. ასე რომ, ძველბერძნული მითების სინამდვილე შექმნილია პელაზგების მიერ, ხოლო ელინების მიერ იგი არის სისტემატიზებული და ინტერპრეტირებული. ჰომეროსი და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძველბერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი. ისინი არიან მითოლოგოსები, ხოლო პელაზგური ეპოქის მითოსის შემოქმედთა, მითოგრაფოსთა სახელებმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მოაღწიეს ღვთაებებმა, მითოსის პერსონაჟებმა. ძირითადი ღვთაებები ძველბერძნული პანთეონისა წარმოშობით პელაზგურნი არიან. მათ შორისაა ზევსი. არსებობს პელაზგური ქტონური ზევსი, რომლის კულტიც მუხასთან არის დაკავშირებული; ჰერა ანუ ჰაერა, რომელიც არის უძველესი პელაზგურ-იბერიული ქალღმერთი; აგრეთვე დემეტრე, რომლის ფუძის განმარტებისას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიანიშნებდა იმაზე, რომ "დე" ფუძე სავსებით უცხოა ძველბერძნული ენისათვის. "მეტერ" მართალია დედას ნიშნავს, მაგრამ "დე" არის სუფთა იბერიული წარმოშობის ფუძე, "დე", ანუ "დედა", დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სახე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სხე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთი შეერწყა ძველბერძნულ ქალღმერთს. ეს არის ძველბერძნული პანთეონი, თუ შეიძლება ითქვას, დამყნილი პროტოქართულ, პროტოიბერიულ, ანუ პელაზგურ პანთეონზე.
ახლა რაც შეეხება პრომეთეს. პრომეთეს მითი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის ევოლუციის თვალსაზრისით და, ამავე დროს, ქართველთა ეთნოგენეზისის თვალსაზრისით, ვინაიდან პრომეთეს მითი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავშირებულია კავკასიასთან და შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვა კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტია ბერძნულ მითოლოგიაში. მითოსის პერსონაჟთა მისსია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა (როგორც მოგეხსენებათ, მითები იქმნებოდა ძველ მისტერიებში ქურუმების, ხელდასხმულების, ადეპტების მიერ) ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტიანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, "პრო-მეთელ" ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას, ეპიმეთე-მისი ძმა-ნიშნავს თანადროულ, განსჯისმიერ აზროვნებას.
რა არის პრომეთე? პრომეთე არის იმ კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა განავითაროს წინასწარმეტყველური, ანუ ინტუიტიური აზროვნება, ხოლო ეპიმეთე, რომელმაც უნდა განავითაროს განსჯითი, ანუ ინტელექტუალური აზროვნება. ვისი ძეა პრომეთე? იგი არის ძე იაპეტოსისა. იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს, ე. ი. ის, რაც მიისწრაფვის ზევით, სულიერი სამყაროსაკენ. ე. ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერი სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება. როგორც პლუტარქე აღნიშნავს, ძველბერძნული და საერთოდ მითები შეიძლებოდა განემარტათ თორმეტ სხვადასხვა დონეზე. ე. ი. თითოეულ მითს შეიძლება ჰქონდეს 12 სხვადასხვა ახსნა. ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში. ხოლო განთავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის დატყვევებული ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. განთავისუფლებული პრომეთე არის განთავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის განთავისუფლება. ეს არის ერთი ასპექტი პრომეთეს მითისა, მისი სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი.
მეორე ასპექტი არის ეთნოლოგიური ასპექტი. კერძოდ, პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა. ასეთია ეს მოდგმა. ხოლო ზევსი, ამ თვალსაზრისით, განასახიერებს იმ მოდგმას, რომელიც უფრო გვიან არის მოსული საბერძნეთში და რომელიც ძალადობით ამკვიდრებს თავის კულტს და მიაჯაჭვავს პრომეთეს კავკასიის კლდეზე. რა იყო მიზეზი პრომეთეს მიჯაჭვისა კავკასიის ქედზე? მიზეზი იყო ის, რომ კორინთოში ურთიერთს შეხვდნენ ორი კულტურის, ორი რასსის წარმომადგენელნი-ერთნი პრომეთესთან, ხოლო მეორენი ზევსთან დაკავშირებულნი. ე. ი. აქ სიმბოლურად აირეკლა შეხვედრა ორ კულტურას შორის, ორ რასსას შორის; ერთი იყო მკვიდრი, პირველადი მოსახლეობა იმჟამინდელი საბერძნეთისა, ხოლო მეორე-მოსული, ანუ ინდოევროპული, ელინური. პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები ამ შეხვედრის დროს მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. მოატყუებენ იმ გაგებით, რომ მათი ინტელექტი, მათი აზროვნება იყო უფრო წინ წასული, ამიტომ მათ შესძლეს ზევსის ქურუმთა მოტყუება. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის კულტურა, რომელიც მოსულ ინდოევროპელებს დახვდათ - პელაზგური კულტურა - უფრო მაღლა იდგა მათზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც. შემდეგ კი ინდოევროპელებმა ელინური აზროვნებითი კულტურა უმაღლეს საფეხურამდე განავითარეს, მაგრამ ჯერ ის პერიოდია, როდესაც პირველად შეხვდა ეს ორი რასსა, ორი მოდგმა ერთმანეთს და პრომეთეს ქურუმები დაანაწილებენ ხარს იმგვარად, რომ ზევსის ქურუმებს და ზევსს შეხვდებათ ძვლები და ქონი, ხოლო მათ ხარის საუკეთესო ნაწილები. ესეც სიმბოლურია. სიმბოლურია, ვინაიდან აქ მსხვერპლის ორგვარ გაგებასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ზევსის ქურუმები ისე წარმოსახავენ საქმეს, თითქოს მათ შეგნებულად მოიტყუეს თავი. შემდეგ ზევსი მიმართავს პრომეთეს:
-იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამდაგვარად?
ზევსი გვიან ხვდება იმას, რაც პრომეთემ ქმნა. აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია პრომეთეს რაობა და შემდგომ ამისა ზევსი აღარ აძლევს ცეცხლს კაცობრიობას და პრომეთეს მიაჯაჭვავს კავკასიის ქედზე, ვინაიდან მან კაცობრიობას მისცა ის ცეცხლი. ცეცხლი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო ადამიანის "მე"-სი. თქვენ იცით, რომ ოთხ ელემენტს შორის - ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი - ადამიანის "მე"-ს, თვისებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი. ის, რომ ზევსი აღარ აძლევს მეობას კაცობრიობას, რომ კაცობრიობა მოკლებულია "მე"-ს, ხოლო პრომეთე აძლევს ცეცხლს კაცობრიობას, ე. ი. მეობას, ასახავს მისტერიალური კულტურის განვითარების გარკვეულ საფეხურს, როდესაც ადამიანებმა მიიღეს "მე" ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლით და პრომეთეს მიჯაჭვა არის სწორედ ის ეტაპი (სხვათა შორის, ამას ნიშნავს აგრეთვე ტიტანების დამარხვაც ტარტაროსში ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლის შემდეგ), როდესაც ადამიანის სული და მისი "მე" ჩამოდის სულიერი სამყაროდან ფიზიკურ სხეულში და ადამიანს ებადება "მე" ცნობიერება. აი, ეს არის პრომეთეს მიერ კაცობრიობისათვის ცეცხლის მიცემა, ვინაიდან "მე"-სგან მოდის ყოველგვარი კულტურა, ისევე როგორც ცივილიზაცია მოდის ცეცხლის გამოყენების სწავლისაგან და ამგვარი სიმბოლოებით ჩვენ ვხვდებით, რომ პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე.
პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი, ერთი მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს. კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ ფიზიკურზე მიჯაჭვული აზროვნება გაანთავისუფლა ჰერაკლემ.
რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა. საერთოდ, ძველბერძნული მისტერიები თავისი ხასიათით პროფეტური იყო. ძველი საბერძნეთის ცენტრალური მისტერიები "ელოიზისის" მისტერიები იყო. სიტყვა "ელიოზის" ძველბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მოწევნადს, მოვლინებადს, წინასწარ განჭვრეტას მომავლისას. ჰერაკლეს სახე არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა, რომელიც დაკავშირებულია ნელეოლობასთან, სულის აქტივობასთან და კერძოდ იმასთან, რასაც ქრისტიანობაში სასუფევლის ძალით აღება ჰქვია, ვინაიდან ქრისტიანული ინიციაციის არსი იესო ქრისტემ განმარტა როგორც სასუფევლის აღექა ძალისხმევით ("სასუფეველი იიძულების"). ამრიგად, ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ როგორც ინიციაციის სხვადასხვა საფეხურები, სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეები, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს განთავისუფლება, ანუ აზრის განთავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა.
ეთნოლოგიური თვალსზრისით, როგორც მოგახსენეთ, მითებს აქვს ასეთი განმარტებაც და მითოლოგია და ეთნოლოგია უაღრესად მჭიდრო კაშირშია. ეს არის განთავისუფლება იმ მოდგმისა, რომელიც ზევსის, ანუ ინდოევროპული მოდგმის მიერ იქნა მიჯაჭვული, ანუ ლოკალიზებული კავკასიაზე. ე. ი. პრომეთეს მითში აირეკლა აგრეთვე პროტოქართული მოდგმის, პროტოიბერიული მოდგმის წარსული და მომავალიც. ჰერაკლე, როგორც მოგახსენეთ, არის სიმბოლური გამოხატულება ახალი ინიციაციური კულტურისა, კერძოდ, ქრისტიანული კულტურისა და, სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ თანამედროვე სულიერ მეცნიერებაში არის ასე, არამედ შუასაუკუნოებრივ ღვთისმეტყველებაშიც. ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი ვხვდებით ჩვენ ისეთ ძეგლებს, სადაც მინიშნებულია, რომ ჰერაკლე არის წინასახე ქრისტესი. კერძოდ, მის მიერ კვერთხით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტიანობის წინასახედ. აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი კლასიკურ პერიოდში, ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო როგორც ოქროს საწმისის ძიება. ხოლო ოქროს საწმისი, როგოც მოგეხსენებათ, იყო კოლხეთში. თავდაპირველად ოქროს ვერძი საბერძნეთიდან არის წასული კოლხეთში, მაგრამ ეს იმ პერიოდის საბერძნეთია, როდესაც იქ ყვავის პელაზგური კულტურა, კერძოდ, პელაზგური არგოსის კულტურა. შემთხვევითი არ არის, რომ ხომალდსაც "არგო" ჰქვია და "არგო" თავისი ძირით კოლხეთიდან მომდინარეობს-არგო, არგვეთი, ეგრისი, "გრ" - ფუძე; ესეც კოლხეთია. ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში და აღარ არსებობდა უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, აღარც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ისევე როგორც კრეტაზე წასვლა თეზეოსის არის აგრეთვე იმ სიბრძნის მოპოვება, რომელიც ელინურ საბერძნეთში იმჟამად აღარ არსებობდა.
აი, დავუკვირდეთ, უდიდესი გმირები საბერძნეთისა - თეზეოსი, ჰერაკლე და იაზონი (სხვათა შორის , ჰერაკლეც ახლავს არგონავტების ხომალდს) იმ ქვეყნებში ლაშქრობენ სულიერი სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელნიც წარმოშობით პროტოქართული, პროტოიბერიული იყო. ასეთი არის მისონური კრეტა (სხვათა შორის, "მინოს" ნიშნავს აზრის მატარებელს, მოაზროვნეს) და თეზეოსის ჩასვლა მინოსში, მის მიერ მინოტავრის მოკვლა, ლაბირინთოსში შესვლა და მისი ლაბირინთოსიდან გამოსვლა არის სწორედ იმ მისონურ კულტურასთან ზიარება, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ძველბერძნული კულტურა, უფრო ამაღლებულია მასზე. ასევეა ძველკოლხური კულტურა, რომელიც რომელიც იმჟამად უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე საბერძნეთის კულტურა. (შემთხვევითი როდია, რომ მინოსს ცოლად ჰყავდა აეტესის დაი, პასიფაე). ასე რომ ამ გმირების ლაშქრობები მუდამ ქართველურ ქვეყნებთანაა დაკავშირებული. ჰერაკლეც ასევე მიდის პირინეის იბერიაში ჰესპერიდების ბაღნარში ვაშლების მოსაპოვებლად.
ამავე დროს, ორფეოსის შესახებ მითიც მოგვითხრობს, რომ ორფეოსის მთავარი მიზანი იყო პელაზგი წინაპრების კულტის აღორძინება. ორფეოსი წარმოშობით პელაზგია, ძე ვაგრისი (ორფეოსის მამის სახელი, სხვათაშორის, პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელს: ეგრისი - ეგრი). მისი მიზანი იყო აღორძინება იმ პელაზგური კულტურისა, რომელიც ელინურ პერიოდში გადაგვარდა და დაკნინდა.
რაც შეეხება არგონავტების ლაშქრობას, როგორც წეღან მოგახსენეთ, აქ არის მოცემული ძველბერძნული, დორიული ინიციაციის სხვადასხვა ეტაპები და შემთხვევით არ არის, რომ დირიული, აქტიური ინიციაცია დაკავშირებულია კოლხეთთან და კოლხურ სამყაროსთან. ხოლო შუა საუკუნეებში თვით ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი გერმანე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის მიერ არის შექმნილი ძეგლი "სასწაულნი მთავარანგელოზთანი", რომელშიც აღწერილია არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, რომელსაც მფარველობს მიქაელი, ქრისტიანული მთავარანგელოზი, და არგონავტებს გამოეცხადებათ "ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი", ანუ მიქაელ მთავარანგელოზი და ჯწინასწარმეტყველებს მათ მომავალში გამარჯვებას. აი, დაუკვირდით, როგორი გაგებაა წარმართული მითისა ერთი შეხედვით ეგზოტერული ეკლესიის წარმომადგენელთან - გერმანე პატრიარქთან. ე. ი. "ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი" არის მიქაელ მთავარანგელოზი და არგონავტების ლაშქრობა დაკავშირებულია მიქაელის მისსიასთან, რომელიც არის უმთავრესი მზიური მთავარანგელოზი ქრისტიანობისა, ძალი ღვთისა, როგორც მას განმარტავენ (მნიშვნელოვანია, რომ გერმანე პატრიარქი წარმოშობით კოლხი, ლაზი იყო).
აი, ასეთი კავშირები არსებობს წარმართულ და ქრისტიანულ ინიციაციას შორის, რაც დაკავშირებულია უძველეს პროტოქართულ მისტერიალურ ცენტრებთან.
იაზონი, როგორც ფიგურა, როგორც გმირი, პინდარეს მეოთხე ოდაში მოხსენიებულია ვეფხისტყაოსნად.
ე. ი. იაზონი არის აგრეთვე ვეფხისტყაოსნის გმირი. ის არა მხოლოდ ოქროს საწმისის მომპოვებელა, არამედ ვეფხისტყაოსნიც გმირი არის და, საერთოდ, ვეფხისტყაოსანი გმირებიც დაკავშირებული არიან უძველეს, პროტოქართულ სამყაროსთან, თუმც ვეფხისტყაოსანი ქურუმები ეგვიპტის მისტერიებშიც გვხვდება. სხვათა შორის, ტროელი პარისიც ვეფხისტყაოსანია, ტროაშიც გმირებს ვეფხის ტყავი მშსავთ. დიონისეს პროცესიებს, სხვათა შორის, მიუძღვის ვეფხი. თავად დიონისეც ვეფხისტყაოსანია. ასე რომ, ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასსისა.
ახლა მინდა დავუბრუნდე დასაწყისს, როდესაც ვმსჯელობდით უძველეს პროტოიბერიულ მოდგმაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მეცნიერებაში დამკვიდრდა აკადემიკოს ნიკო მარრის ტერმინი - იაფეტური მოდგმა, იაფეტური ენა. რას ნიშნავს ეს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს გაგება სემიტური კაცობრიობის, სემიტური ენებისა, სემიტური მოდგმისა. არსბობს გაგება ქამიტური მოდგმისა, რომელიც უკავშირდება ძველ ეგვიპტეს, აფრიკას. და არსებობს აგრეთვე საფეტური მოდგმა. ეს სამი ძმა ბიბლიაში სიმბოლურად ასახავს ატლანტურ, წარღვნამდელ კაცობრიობისას. კერძოდ, ნოე ასახავს ატლანტუურ, წარღვნამდელ კაცობრიობას, ე. ი. კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ატლანტიდის წარღვნამდე არსებობდა. ხოლო მისი ძენი არიან უკვე ატლანტიდის შემდგომი კახობრიობის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ამათი შტო არის იაფეტური და, სხვათა შორის, იაფეტი ძველი აღთქმისა დაკავშირებულია ძველი ბერძნული მითოლოგიის იაპეტოსთან. შემთხვევითი არ არის, რომ პრომეთეს მამა იაპეტოსია. მისი იდენტურია იაფეტი და ყოველივე ამასთან დაკავშირებულია აგრეთვე პლანეტა იუპიტერი და იუპიტერის რასსა, ანუ თეთრი რასსა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეზოტერიზმში რასსები დაკავშირებულნი არიან მნათობებთან. იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან - შავი, ვენერასთან - წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ სწორედ ეს იაფეტური, პროტოევროპული, პროტოიბერიული კაცობრიობა. აი, ასე უკავშირდება იუპიტერის რასსის მისსიას პროტოევროპული, ანუ პალეოკავკასიური, მედიტერანული რასსის მისსია. ეს ყოველივე, რაც შეეხება ანტიურ, წარმართულ ეპოქას, პერიოდს.
ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა - ანდრსია და სვიმონ კანანელი - პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას?
ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი.
სხვათა შორის, ამერიკელი მეცნიერი ჯობსი აღნიშნავს, რომ წმინდა გიორგის აქვს ისეთივე პოზიხია საქართველოში, როგორც ქრისტესო. მაგრამ ეს არ არის სწორი. იგი აქ ისეთივე პოზიხიით კი არ არის, არამედ იმაგინატიურად, სიმბოლურად ქრისტიანობა მოცემულია მებრძოლ, სამხედრო ასპექტში. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიაგობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა და ასეთად აღიქვამდნენ მას ჯვაროსნები, ასეთად აღიქვამდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოელები და ამიტომ დამკვიდრდა ეს სახელი - "გეორგია", რომელიც, რა თქმა უნდა, წარმართული ეპოქიდან მომდინარეობს. ასეთი აღქმა ქართველობისა მხოლოდ უცხოელებს ჰქონდათ. ქართველები, მართალია, თავის თავს გეორგიანებს არ უწოდებდნენ, მაგრამ წმინდა გიორგის კულტი რა დონეზეცაა საქართველოში და რა როლი აქვს ამ წმინდანს, ამ სახეს, ამ ხატებას საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ყველამ ვიცით. არ არსებობს ეროვნული ხასიათის გამომხატველი სხვა უფრო შესაფერისი სახე ქართველობისათვის.
ამასთან, უნდა გავიხსენოთ ჩვენი მწერლობის ძირითადი ძეგლები და მათი კავშირი მიქაელურ ქრისტიანობასთან, წმინდა გიორგის კულტთან.
ხოლო მეორე ასპექტი ქრისტიანული საქართველოს მისსიისა დაკავშირებულია ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან. რატომ არის საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი?
იმის გამო, რომ იაფეტური მოდგმის, ქართველური მოდგმის ძირითადი ღვთაება იყო დედა-ქალღმერთი, რომელიც სხვადასხვა ასპექტებით გვევლინებოდა ამ მოდგმის სხვადასხვა განშტოებებში, ამიტომაც ჰქვია მას "მირიონიმი", ე. ი. მირიად სახელიანი. ეს იყო ის ცენტრალური დედა-ქალღმერთი, რომელიც დახვდათ ბერძენ კოლონისტებს ფაზისში. ფაზისის შესასვლელთან იდგა მისი დიდი ქანდაკება, რომელიც ცნობილია ჩვენში როგორც დედა უფალი, ადგილის დედა და რომელიც პროტოქართველურ ქვეყნეში გვევლინებოდა როგორც დემეტრე, როგორც ჰერა. არტემიდეს კულტიც მომდინარეობს ამ ქალღმერთიდან, პარალელური კულტი არის სვანეთში დალის კულტის სახით. როგორც მოგეხსენებათ, მცირეაზიური ქალღმერთების კულტიც დაკავშირებულია ამ უძველეს იაფეტურ დედა-ქალღმერთთან. ხოლო ღვთისმშობელი ქრისტიანული ეპოქისა არის იგივე ქალღმერთის ქრისტიანული ასპექტი, იგივე არსების ქრისტიანული სახე, რომელიც ყველაზე მეტად მახლობელი იყო ამ მოდგმასთან და აქ არის სწორედ მისტიური წინასწეგანსაზღვრულობა. როდესაც წილი ჰყარეს მოციქულებმა, ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგნა, საქართველო წილად ხვდა ღვთისმშობელს. წილად ცვდა იმის გამო, რომ ტრადიციულად ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ღვთისმშობლის მისსიასთან, რომელიც არის იგივე სულიწმიდის მისსია.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამება - მამა, ძე და სულიწმიდა - მრავალი ასპექტით, მრავალსახოვნებით ხასიათდება. ძის იპოსტასი, მეორე იპოსტასი, მჟღავნდება სამების ე. წ. ღმერთმამაკაცურ ასპექტში, ანუ ღვთისმშობელში. ამის შესახებ გრიგოლ ნოსელს აქვს შრომები. კერძლდ იგი ასბობს, რომ სულიწმიდა გამოვლენილია ღვთისმშობელში და ღვთისმშობელი არის იგივე მიწიერი განსახიერება და მოქმედება სულიწმიდისა. სულიწმიდის მისსია უშუალოდ დაკავშირებულია ღვთისმშობლის მისიასთან. რა მისსიაა ეს? ეს არის სანქტიფიკაციის, განწმენდის მისსია, კაცობრიობის განწმედისა და ამავე დროს მხილებისა, რომელიც უნდა განახორციელოს ამ საწყისმა. ისევე როგორც მიქაელ-გიორგის მისსიაა სულიერი აზროვნების განვითარება, უნივერსალური გველის, ანუ დრაკონის დათრგუნვე, მატერიალიზმის დათრგუნვა, უნივერსალური ბოროტების დათრგუნვა, და კაცობრიობის ხსნა. აი, ეს ორი ასპექტი ყველაზე მეტად უკავშირდება საქართველოს მისსიას, საქართველოს სულიერ მისსიას. მიქაელური ქრისტიანობა, გიორგიანული ქრისტიანობა ორი სხვადასხვა ასპექტია ერთი და იმავე მოვლენისა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, სოფიანური ქრისტიანობა, ანუ ღვთისმშობელთან დაკავშირებული ქრისტიანობა, ქრისტიანობის ის ასპექტი, რომელიც ვლინდება ღვთისმშობელში, ანუ სოფიაში. ანტიურობაში ეს ქალღმერთი, ეს არსება ვლინლებოდა როგორც ნაყოფიერების ქალღმერთი, დედაღვთაება, დედამიწა, ხოლო ქრისტიანობაში იგი ვლინდება როგორც სოფია, ანუ საღვთო სიბრძნე, კოსმიური სიბრძნე. სოფია არის ერთერთი სახელწოდება ღვთისმშობლისა, ერთ-ერთი სახე ღვთსმშობლისა, ანუ სულიწმიდისა. სირძნე მომდინარე სულიწმიდიდან გამოხატულია სოფიაში. ეს ორი ასპექტი არის ძირეული საქართველოს სულიერ მისსიაშ და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ღვთისმეტყველება, ხელოვნება, მწერლობა.
სანამ სხვა პრობლემებზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ სვეტიცხოველზე. მე ვიცი, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იმყოფებოდნენ მცხეთაში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოველი არის ტაძარი, რომელშიც ყველაზე უფრო ღრმად და ყოველმხრივედ არის არეკლილი საქართველოს სულიერი მისსია, ქართული სულიერება, ქართული ქრისტიანობა. თქვენ იცით, რომ ეს უჩვეულო ტაძარია. არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში, ყოველ შემთხვევაში მე ასე აგონია, არ არსებობს საკულტო სვეტი. სვეტი, უფროსწორედ, ორი სვეტი არსებობდა იერუსალიმის ტაძარში, სოლომონის ტაძარში. ხოლო აქ ქრისტიანული ტაძარია აგებული სვეტთან დაკავშირებით. თავდაპირველი საფუძველი ამ ტაფრისა იყო სვეტი. მისი აგების ისტორია უკავშირდება სვეტის აღმართვის ისტორიას. ხოლო ეს სვეტი სიმბოლურად განასახიერებს ცხოვრების ხეს ისტორიულადაც ამ ადგილას იზრდებოდა კედარი, რომელიც არის ცხოვრების ხის სიმბოლო, რომელიც მოიჭრა და შემდეგ ეს მოჭრილი კედერი ანგელოზებმა წმინდა ნინოს ლოცვით აღმართეს და ამ ადგილას აშენდა პირველი ტაძარი, პირველი ეკლესია წმინდა ნინოსი, ხოლო შემდეგ უფრო გვიან აშენდა სვეტიცხოველი, რომელიც არის ალეგორიული ტაძარი, ისევე როგორც სოლომონის ტაძარი იყო ალეგორიული. რაში მდგომარეობს სოლომონის ტაძრის ალეგორიულობა? სოლომონის ტაძარში იყო აღმართული ორი სვეტი, რომელიც განასახიერებდა ცხოვრების ხეს და ცნობადის, ანუ შემეცნების ხეს. სვეტიცხოველში კი ჩვენ ვხედავთ ერთ სვეტს. რატომ არის განსხვავება სვეტთა რაოდენობას შორის? იმიტომ, რომ სოლომონის ტაძარი უკავშირდება ძველ აღთქმას, ეზოტერულ იუდაიზმს, როდესაც ცხოვრების ხე და ცნობადის ხე ჯერ განთიშული, განყოფილი იყო, ხოლო ქრისიანული ინიციაციის მისსია არის ცხოვრების ხისა და ცნობადის ხის ჰარმონიული შერწყმა ერთ მთლიანობაში. ამის გამო სვეტიცხოველში მოცემულია ერთი სვეტი, მაშინ როდესაც სოლომონის ტაძარში მოცემული იყო ორი სვეტი. აქედან ჩანს აგრეთვე ეზოტერული იუდაიზმისა და ეზოტერული ქრიტიანობის ერთობა. ცნობილია, რომ მცხეთაში იყო ებრაელთა თემი, რომელიც თავიდანვე გაქრისტიანდა, ვინაიდან ხედავდნენ ერთობას ეზოტერულ იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის. ერთ-ერთი მათგანი ესწრებოდა ქრისტეს ჯვათცმას და მან მიიღო წილად კვართი, ანუ სამოსი უფლისა და წამოიღო მცხეთაში, რომელიც დამარხულია სვეტის ქვეშ მის დასთან, სიდონისათან ერთად. კვართი უფლისა არის სიმბოლო კოსმიური ეთერისა, რომელიც მოსავს ქრისტეს და ამასთან არის დაკავშირებული ცხოვრების ხე, რომელიც ამ კვართის დაფლვის ადგილზე არის აღმართული. ამ ცხოვრების ხეში შერწყმულია აგრეთვე ცნობადის ხეც, რომელიც ამ კვართის დაფლვის ადგილზე არის აღმართული. ამ ცხოვრების ხეში შერწყმულია აგრეთვე ცნობადის ხეც, რომელიც ქრისტიანობამდელ ეტაპზე განცალკევებული იყო, აქ არის მოცემული მომავლის იდეალი, მომავლის ქრისტიანობის მისსია. სხვა სიმბოლოები სვეტიცხოველისა აგრეთვე მოგვითხრობენ, თუ რაოდენ ღრმად იყო განვითარებული ეზოტერული ქრისტიანობა საქართველოში. კერძოდ, სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე ჩვენ ვხედავთ წმინდა გიორგის ლომთან და ვეფხთან ერთად. გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსანში" მთავარი გმირის ბრძოლა ლომთან და ვეფხთან. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ წმინდა გიორგი ზოგიერთ ქართულ ბარელიეფზე, მაგალითად, მრავალძალის ბარელიეფზე გმირავს არა დრაკონს, არამედ ვეფხს. ვეფხი არის სინონიმი დრაკონისა, რომელსაც გმირავს წმინდა გიორგი, ე. ი. სიმბოლო ქვენა ინსტინქიებისა, რომელსაც ამარცხებს ადამიანის "მე" ინიციაციის გზაზე. აი, ამას ვხედავთ ჩვენ სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე. პოლიტიკური ასპექტით ეს არის სიმბოლო მებრძოლი საქართველოსი, მებრძოლი, მართლმადიდებელი ქრისტიანული საქართველოსი, რომელიც ამარცხებს პოლიტიკურ ისლამს - ვეფხს, ანუ თურქათს და ლომს - ირანს. ასეთი ინტერპრეტაციაც აქვს ას ბარელიეფს. სვეტიცხოვლის შიდა სამხრეთ კედელზე გამოსახულია აპოკალიფსური მეორედ მოსვლა, მადაც მრავალი საინტერესო სიმბოლოა ეზოტერული თვალსაზრისით და მათ შორის ისევ ვეფხის გამოსახულება, როგორც აპოკალიფსური მხეცისა. აპოკალიფსური მხეცი ამ ფრესკაზე გამოსახულია დაწინწკლული ვეფხის, ანუ პანთერის სახით. საერთოდ, "ვეფხისტყაოსნის" ვეფხი ეს არის პანთერა, დაწინწკლული ვეფხი. ასეთი ეზოტერული სიმბოლოები მრავალია ქართულ ფრესკებზე, ქართულ ტაძრებში და ისინი მოითხოვენ სპეციალურ კვლევას, სპეციალურ განმარტებას მე ერთადერას იმას აღვნიშნავ, რომ ძალზე ხშირია გრაალის მოტივები ქართულ ფრესკებზე. ასეთ მოტივებს ვხედავთ ჩვენ გელათში, რომელიც, როგორც ცნობილია, იყო მართლმადიდებლური მონსალვატი, გრაალის კულტურის კერა და საქართველოში გრაალის ქრისტიანობა შერწყმული იყო მართლმადიდებლობასთან.
დასავლეთში ეგზოტერული ეკლესია, კათოლიკური ეკლესია გამოყოფილი იყო ეზოტერულისაგან და ჯვაროსნულ ომს უცხადებდა მას, ხოლო საქართველოში ეს ყოველივე წარმოადგენდა ერთ მთლიანობას და ამის გამო უწოდებდნენ ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს მეფე-ხუცეს იოანეს. რას ნიშნავს მეფე-ხუცესი იოანე და როგორ უნდა განთმარტოთ ის ხანა კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც უკავშირდება მეფე-ხუცეს იოანეს? ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ჩვენ ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა "პარციფალი" . ვისი ძეა მეფე-ხუცესი იოანე? იგი არის პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძე. რას ნიშნავს სიტყვა ფაირეფიცი? სიტყვა "ფაირეფიც" ნიშნავს "შავ-თეთრ ვაჟს". რატომ არის შავ-თეთრი ეს სიმბოლო? ჩვენ ვიცით, რომ შუასაუკუნეების რაინდულ რომანებში და პოემებში პიროვნებები, გმირები სიმბოლურად განახორციელებენ რომელიღაც გზას, რომელიღაც იდეას, ისინი წარმოადგენენ პერსონიფიკაციებს. კერძოდ, პარციფალი წარმოადგენს დასავლეთის ინიციაციის გზის პერსონიფიკაციას, რომელიც ეძებს გრაალს და პოულობს მას, ხოლო ფაირეფიცი წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური გზების შერწყმას, ამიტომ არის იგი შავ-თეთრი, ე. ი. თეთრი რასსისა და უფრო მუქი რასსის შენარევი.შავ-თეთრი არის აგრეთვე იმიტომ, რომ მასში შერწყმულია ქრისტიანული დასავლური სიბრძნე არაბულ სიბრძნესთან, ისევე როგორც ტამპლიერობეში. ტამპლიერობაე არის დასავლური ინიციაციური გზა გადმოსული აღმოსავლეთში, რომელმაც აითვისა აღმოსავლური სიბრძნე, კერძოდ არაბულ-სპარსული სიბრძნე და იშვა მისგან ჰიბრიდი, შავ-თეთრი ვაჟი ფაირეფიცი, რომელიც არის განსახიერება ფღმოსავლური ტამპლიერობისა, ტამპლიერობისა, რომელიც გადმოვიდა ფღმოსავლეთში და მიიღო აღმოსავლური ელფერი და ამ ტამპლიერობასთან იყო დაკავშირებული აგრეთვე ძველი ქართული რაინდობა და, უწინერეს ყოვლისა, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფის ეპოქის ქართველობა, უწინერეს ყოვლისა შოთა რუსთველი, ტამპლიერობა მარტო დასავლეთის საკუთრება არ არის. ჩვენ გვაქვს მონაცემები უმჭიდროესი კავშირებისა ქართველ რაინდებსა და ტამპლიერებს შორის. ტამპლიერობა იყწ მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა დასავლური და აღმოსავლური სიბრძნე, დასავლური და აღმოსავლური ინიციაცია. ამიტომ არის რომ ამ შავ-თეთრი ვაჟის, პარციფალის ნახევარი ძმის ძეა მეფე-ხუცესი იოანე. მეფე-ხუცესი იოანე ჯვაროსნულ ქრონიკებში იდენტიფიცირებულია დავით აღმაშენებელთან, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ პიროვნულად დავით აღმაშენებელის სიმბოლო, არამედ საერთოდ მთელი იმ სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც დაიბადა დასავლეთში და შემდეგ შეერწყა ფღმოსავლურ სიბრძნეს. ამ გაერთიანებული, სინთეზური სიბრძნის შვილია ის კულტურა, რომელიც მოხსენიებულია ვოლფრამ ფონ ეშენბახის " პარციფალში" როგორც ტაბრონიტი, ანუ კავკასიის მთიანეთი. საქართველო იქ პირდაპირ ნახსენები არ არის, ვინაიდან ეს ალეგორიული პოემაა. ეშენბახის პოემაში არც ერთი ისტორიული პირი არ არის მოხსენიებული, იქ არის მხოლოდ სიმბოლური და ალეგორიული სახელები როგორც ქვეყნებისა, ასევე პიროვნებებისა და პერსონიფიკაციები ამა თუ იმ მოძრაობისა, ამა თუ იმ ინიციაციური გზისა მოცემულია სხვადასხვა გმირის სახით. კერძოდ, პარციფალის მამა გაჰმურეტი იმ ეტაპის სიმბოლოა, როდესაც ჯერ არ იყო განთავსებული გრაალის მოძრაობა და გრაალის ქრისტიანობა ჯერ არ იყო გამოსული ასპარეზზე. პარციფალი თვითონ გრაალის მოძრაობის სიმბოლოა, ხოლო ფაირეფიცი, როგორც ვთქვით, არის აღმოსავლეთში გადმოსული გრაალის მოძრაობის, ანუ ტამპლიერული მოძრაობის სიმბოლო და ყოველივე ამის წყაროდ ვოლფრამ ფონ ეშენბახს პირდაპირ აქვს მითითებული ტაურონიტი, ანუ საქართველო. საქართველოს ფსევდონიმი, ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოებში არის ტაურონიტი, ანუ ტაბრონიტი. რატომ არის ეს ნახმარი? ეს სიტყვა დაკავშირებულია ტაურუსთან, ანუ კუროს კულტურასთან, ხარის კულტურასთან; ხარის კულტურა, როგორც მოგეხსენებათ, პროტოქართულ, პროტოიბერიულ სამყაროში იყო წამყვანი, ვიდრე კოსმიურად, ზოდიაქალურად იყო კუროს ეპოქა. თქვენ იცით კრეტა-მინოსის ხარის კულტი, მინოტავრის კულტი, მასთან ბრძოლა და სხვა. და, ამასთან დაკავშირებით, ვოლფრამ ფონ ეშენბახი აღნიშნავს, რომ ეს არსი წყარო მისტერიალური კულტურისა. აი, ამ კავკასიის მთიანეთზე, ამ ტაურონიტზე, ამ ზღაპრულ ქვეყანაზე, სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე, ვოლფრამ ფონ ეშენბახი ამბობს, რომ ეს არის სათავე ყოველივესი - მისტერიალური სიბრძნისა და მისტერიალური კულტურისა. ასე არის მინიშნებით მოცემული ვოლფრამ ფონ ეშენბახის "პარციფალში". და ვოლფრამ ფონ ეშენბახის ნაწარმოები, მოგეხსენებათ, არ არის ადვილად გასაშიფრი, არ არის ადვილად ამოსახსნელი. მთელი რიგი სიძნელეების წინაშე დგანან მკვლევარები, თუნდაც იმ დაშიფრული სახელების, გეოგრაფიული სახელწოდებების ქვეშ თუ რა იმალება, მაგრამ ჩვენ შეძლებისდაგვარად შეგვიძლია დასკვნების გამოტანა, ვინაიდან მას კონკრეტულად აქვს მითითებული კავკასიის მთიანეთი, კავკასიის ქედის მიმდებარე ქვეყანა როგორც წყარო მისტერიალური კულტურისა და მეფე-ხუცეს იოანეს სამკვიდრებელი, რომლის სახელმწიფოშიც არის სულიერი სიბრძნის კერა, რომელსაც, სხვათა შორის, ჯვაროსნები სულიერ ინდოეთსაც უწოდებენ. ინდოეთად მოიხსენიება ეს ქვეყანა იმის გამო, რომ ინდოეთი შუა საუკუნეებში იყო არა მხოლოდ გეოგრაფიული ტერმინი, არამედ ხშირად იხმარებოდა სულიერი თვალსაზრისითაც როგორც სულიერი, მისტერიალური კულტურის სამშობლო. ასევე იხსენიება ინდოეთი "ვეფხისტყაოსანში"; ის გეოგრაფიული და ისტორიული ინდოეთი არ გახლავთ. ასე იხსნება იგი ნიზამი განჯევის "ისკანდერ-ნამეში" - ინდოეთი, როგორც მისტერიათა სამყარო. ამის გამო ვხვდებით ასეთ დამთხვევებს ქართულ და დასავლურ კულტურებს შორის. საერთოდ უნდა ითქვას, რომ არც გამოკვლეულია და არც ისტორიამ შემოგვინახა, სამწუხაროდ, ბევრი მონაცემი ამ პერიოდის ურთიერთობების შესახებ. მაგრამ ისეთი ქმნილებები, როგორიც არის "ვეფხისტყაოსანი", ოდები, დასავლეთში რაინდული რომანები, ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა, მაინც მინიშნებებს გვაძლევენ იმ ღრმა ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა იმჟამინდელ საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. კერძოდ ის, რომ "ვეფხისტყაოსანი" და "ამირან-დარეჯანიანი" საოცრად ენათესავება დასავლეთის რაინდულ რომანებს, თუმცა აქვთ თავისებური, უაღრესად ღრმად თავისებური სპეციფიკა. და აქ იკვეთება აგრეთვე ქართული კულტურის მისსია. ამ ნაწარმოებებში აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურის ტრადიციები მოცემულია ერთ მთლიანობაში. ქართული კულტურისა და საქართველოს მისსია კულტურული თვალსაზრისით არის სინთეზირება დასავლური და ფღმოსავლური კულტურებისა და მათი მოცემა ერთ მთლიანობაში. ამიტომ არის, რომ "ვეფხისტყაოსანი" ისევე შეგვიძლია ჩავთვალოთ დასავლური ლიტერატურის კუთვნილებად, როგორც აღმოსავლურის. აქ გაყოფა და გათიშვა შეუძლებელია. ამიტომ არის რომ ფიტარეთი, ეს უდიდესი ძეგლი ქართული არქიტექტურისა, შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუშად, ასევე აღმოსავლური არქიტექტურის ნიმუშად. აქ დასავლური და აღმოსავლური კულტურული ელემენტები ყოველთვის ერწყმოდა ურთიერთს.
ასე იკვეთება ჩვენთვის საქართველოს მისსია, ქართული კულტურის მისსია. მრავალი მომენტი დაგვრჩა, სამწუხაროდ, გაუშუქებელი და უნდა მოგახსენოთ, რომ ბევრია სათქმელი ამ მიმართულებით, მაგრამ ერთი ლექციის ფარგლებში შეუძლებელია ყოველივე ამაზე საუბარი. ჩვენ ალბათ გვექნება ამასთან დაკავშირებით კიდევ ლექციები, საუბრები და სასურველია, რომ მივაწოდოთ ამის შესახებ ცოდნა დასავლეთსაც, ვინაიდან დასავლეთში მრავალი რამ ქართულ კულტურასთან, ქართულ სულიერ გზასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი. სამწუხაროდ, შუქდებოდა უფრო გარეგანი ასპექტები ჩვენი ისტორიისა, ჩვენი კულტურისა და სწორედ ასეთი შეხვედრები უნდა იყოს საწინდარი, რომ უფრო მეტი ურთიერთგაგება და ურთიერთგაცვლა გვექნება ცოდნისა, ინფორმაციისა.
კითხვა-პასუხი
თუ სურვილი ექნება აუდიტორიას, მე შემიძლია შეკითხვებზე ვუპასუხო. იქნებ ასე უფრო საინტერესო გახდეს მსჯელობა. თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, დამისვას შეკითხვა. დღეს, უნდა მოგახსენოთ რომ, ჩვენ აქ სხვა საკითხებს არ შევეხებით, ვილაპარაკებთ მარტო იმასთან დაკავშირებით, რაზედაც აქ იყო საუბარი.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა განსხვავებაა ქართულსა და ქართველურს შორის?
როგორც თავიდან მოგახსენეთ, ჩვენ განვასხვავოთ ეს ორი ცნება, მართალია, არსობრივად არა, მაგრამ არის ნიუანსური განსხვავება ქართულსა და ქართველურს შორის. ქართული და ქართველური მაინც უნდა განვასხვავოთ იმიტომ, რომ ქართული აღნიშნავს უშუალოდ საქართველოს, ყოველივეს ისტორიულ საქართველოითან, ქართულ ენასთან დაკავშირებულს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ჩვენი ისტორიიდან და რომელიც სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს. ქართველური გაცილებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ცნებაა. ქართველურნი არიან ტომები, რომლებიც "ქართები" არ არიან და არც, უშუალოდ ქართველები, მაგრამ ისინი ქართველური წარმოშობისანი არიან. ეს შეიძლება შევადაროთ სემიტებისა და ებრაელების ურთიერთკავშირს. ქართველური არის რასსიული გაგება, უფრო ყოვლისმომცველი ვიდრე ეროვნული. არის ქართველი ეროვნება და არის ქართველური მოდგმა, ქართველური რასსა, იგივე იაფეტური. აი, სწორედ ის პალეოკავკასიური მოდგმა, იაფეტური მოდგმა, შეიძლება ითქვას, არის უფრო რასსა. როგორც არსებობს სემიტური რასსა, ასევე არსებობს იაფეტური რასსაც. ეს იაფეტური რასსა არის ქართველური რასსა. ქართველური ენები მომდინარეობენ სწორედ ამ პირველადი იაფეტური ენიდან, რომელსაც ჩვენ პროტოქართულ ენას ვუწოდებთ. ქართველური ენების გამოყოფა ამ იაფეტური ენიდან მიჩნეულია დაახლოებით მესამე ათასწლეულიდან, როგორც ამას ვხვდებით გამყრელიძე-ივანოვის წიგნში, აგრეთვე ნიკო მარრის შრომებშიც. ამ წიგნზე, სხვათა შორის, მე ცალკე მექნება ალბათ მოხსენება. აქ არ მინდა ამაზე დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ აშკარად არის ის ტენდენცია ტაბუირებისა, მიჩქმალულია ის როლი პროტოქართული სამყაროსი, რომელიც მას ისტორიულად გააჩნია და რომელზეც არის საუბარი მთელ რიგ მეცნიერთა შრომებში. აქ მიჩქმალულია ეს ყოველივე და ინდო-ევროპული წინა პლანზეა წამოწეული. მაგრამ ამ წიგნის დადებითი მხარე ის არის, რომ იქ ის პერიოდი, როდესაც ქართველური ენის, პროტოქართული ფუძე-ენის დანაწევრება მოხდა ცალკე ენებად და დიალექტებად, განსაზღვრულია როგორც მესამე ათასწლეული და ჩვენი თეორიით ეს უკავშირდება იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"-ს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა - იქ ენა გულისხმობს მოდგმასაც - არის ოთხისა დღისა მკვდარი და "წელი ათასი ვითარცა ერთი დღეო". ოთხი დღის ანუ ოთხი ათასი წლის წინ, ე. ი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში დაიწყო სიკვდილი ამ ენისა, სიკვდილს ამბობს იოანე-ზოსიმე იმიტომ, რომ ის ძველი გავრცელების არეალი, ის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მას. შემდეგ ამას მოჰყვა ლაზარესებრი აღდგინება, აღდგომა ამ მოდგმისა და ენისა. ეს არის მოცემული იოანე-ზოსიმესთან. იოანე-ზოსიმეს ნაწარმოებში სიმბოლურად არის ლაზარესთან შედარებული ეს მოდგმა. შეიძლება ითქვას, აქ მარტო საქართველო კი არ სგულისხმება, არამედ მთელი ქართველური მოდგმა და ამას უკავშირდება ის პროტოქართული, პროტოიბერიული სამყაროც, რომელიც გადაჭიმული იყო პირინეების ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე და როგორც ნიკო მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, არსებობდა პირველადი ენა ქურუმებისა, საერთოდ ყველა ენათა საწყისი. ასეთი არის ნიკო მარრის თეორია. ამიტომ შერისხა სტალინმა ნიკო მარრი, ამიტომ გამოუცხადეს მას ანათემა, ვინაიდან ის ობიექტურად აშუქებდა პრეისტორიულ ხანას და ქართული ენის წერმოშობას. ნიკო მარრთან ჩვენც, ეროვნულ მოძრაობასაც აქვს სადაო. მართალია, მას ჰქონდა ანტიქართული გამოხდომები პოლიტიკურ, კონიუნქტურულ მოსაზრებებთან დაკავშირებული, მაგრამ პრეისტორიულ ხანას ქართული ენისა და ქართული მოდგმის განვითარებისას ნიკო მარრი აშუქებდა ძალზე ობიექტურად და ღრმად. და სწორედ ამიტომ მოუწყეს მას ანათემა საბჭოთა მეცნიერებაში სტალინის მეთაურობით.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა როლი აქვთ ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში?
ქრისტიანობის განვითარებაში ქართველური მოდგმის ხალხები ძირითად როლს თანაშობენ.სემიტური მოდგმის ხალხებმა შეასრულეს ძირითადი როლი ქრისტიანობის შემზადებაში, ძველი აღთქმის ეპოქის პერიოდში, ხოლო საკუთრივ ქრისტიანობაში, ქრისტიანობის განვითარებაში ქართველური და ინდოევროპული მოდგმის ხალხები ასრულებენ ძირითად როლს. ინდოევროპული მოდგმის ხალხებს უკავშირდება ძველი ბერძნები, როგორც მოგეხსენებათ. "ქებაი და დიდებაი" გვეუბნება, რომ ორნი დანი, მარიამ და მართა შეიძლება შეთადაროთ ნინოს და დედოფალ ელენეს. ნინო არის ქართველური მოდგმის სიმბოლო, ქართული ქრისტიანობის სიმბოლო, ხოლო ელენე არის ბერძნული ქრისტიანობის სიმბოლო. და როგორც მარიამი უკავშირდება ნინოს, ასევე უკავშირდება მართა ელენეს. მარიამი, მოგეხსენებათ, არის მისტიური ჭვრეტის, მისტიული საიდუმლო ღვთისმეტყველების სიმბოლო, ეზოტერული ქრისტიანობის სიმბოლო, ხოლო მაითა ინტელექტუალური, რაციონალური გზის სიმბოლო, დოგმატიული ქრისტიანობის სიმბოლო, რომელიც უფრო საბერძნეთში განვითარდა. ე. ი. ქართველური მოდგმის წერმომადგენლები ქრისტიანობაში უფრო მისტიკისა და საილუმლო ღვთისმეტყველების გზას ავითარებენ. აი, მაგალითად, დიონისე არეოპაგელი, ანუ პეტრე იბერი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, თავად წმინდა გიორგი - ესენი ქართველური მოდგმის წარმომადგენლები არიან. ამრიგად უკავშირდება ლაზარე, როგორც სიმბოლო ქართულ მოდგმას. ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე არის იოანე არა მხოლოდ სულიერ მეცნიერებაში, არამედ მთელი რიგი დასავლეთის ეგზეტიკოსები ლაზერეს აიგივებენ იოანესთან და იოანე-ლაზერეს იდენტიფიკაცია აშკარად მოსჩანს, სხვათა შორის, ქართულ ფოლკლორშიც კი არსებობს ხალხური კულტი ლაზერესი ჩვენთან, რომელიც არის წვიმის ღვთაება, იგივე ელია. ე. ი. ელიას და ლაზერეს იდენტურობა მოცემული არის ქართულ ფოლკლორში. იოანე-ლაზარე არის სიმბოლო ქართული ენისა, ქართული მოდგმისა, რომელიც ამ ოთხდღიანი სიკვდილისმაგვარი ძილის შემდეგ უნდა აღდგეს. აი, ამას გვაძლევს ჩვენ იოანე-ზოსიმე თავის "ქებაი და დიდებაიში".
შ ე კ ი თ ხ ვ ა: ქართლოსისა და ჰაოსის კავშირზე რა აზრისა ხართ?
სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ლეონტი მროველის ქმნილება და ასეთი ნაწარმოებები ღრმა ეზოტერულ სიბრძნეს ასახავენ. იქ არის ნათქვამი, რომ ქართლოსი და ჰაოსი ორივენი არიან შთამომავალი იაფეტისა, რომ ერთი წინაპარი ჰყავდათ და იაფეტური რასსა, იაფეტური მოდგმა არის აგრეთვე წინაპარი ჰაოსისა, ანუ პირველადი ეთნოსისა, საიდანაც მომდინარეობს დღევანდელი სომეხი ერი. ეს ეთნოსი იყო უაღრესად მონათესავე პირველადი ქართული ეთნოსისა და აქედან მომდინარეობს ეს გადმოცემა ძმობის შესახებ - ჰაოსისა და ქართლოსის ძმობის შესახებ. არა, აქ უფროსობაზე არ უნდა იყოს საუბარი იმიტომ, რომ ეს უძველესი ხანაა და ძალიან ძნელია დადგენა იმ პერიოდისა, როდესაც განთვისდა, ასე ვთქვათ, სომხური ეთნოსი და როდესაც ის გამოეყო ცალკე ერად. ამასთან დაკავშირებით ასახელებენ, დაახლოებით, ძვ. წ. მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებს, როდესაც არმენთა შემოსვლა დაიწყო ჰაიასაში. ჰაიასა არის პირველი ქვეყანა, უაღრესად მონათესავე კოლხური სამყაროსი და მეცნიერებაში ცნობილია, ძველ სომხურში, ანუ გრაბარში როგორ არის ლაზური და პროტოქართული ძირები შემონახული და რა დიდი როლი აქვს ამ ენის ჩამოყალიბებაში პროტოქართულ ენას. ამას აღნიშნავს, მაგალითად, ცნობილი სომეხი მეცნიერი კ. თუმანოვი. და ამიტომ მარრი თვლიდა, რომ სომხური ნახევრად იაფეტური და ნახევრად ინდოევროპული ენაა. მასში ორივე ელემენტი არის. აქედან მომდინარეობს უძველესი ნათესაობისა და ერთობის იდეა, რომელიც ლეონტი მროველთან არის მოცემული.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა კავშირია ბასკურ და ქართულ სამყაროებს შორის?
ბასკურ და ქართულ ენებზე მოგახსენებთ, რომ ბასკურიც პროტოიბერიული ენაა, როგორც ქართული, მაგრამ იმდენად დიდი ეპოქები აშორებთ მათ ურთიერთისაგან, იმდენად დიდი ხნის მანძილზე ვითარდებოდნენ ისინი ცალ-ცალკე, რომ დღეს გენეტიური ნათესაობის დადგენა ძნელდება. უფრო ტოპონიმებით, ცალკეული გამოთქმებით, ცალკეული ფორმებით ხდება ამ ნათესაობის დადგენა, აგრეთვე კულტურულ-ისტორიული, შედარებითი მეთოდით. გენეტიულად ბასკური და ქართული დღეს მონათესავე ენები თითქოს არ არის, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავექ რომ ბასკური და ქართული სამყაროები უძველეს დროში არ იყო ერთიანი. ეს იყო, როგორც მოგახსენეთ, ერთი მოდგმა, ერთი რასსა, ერთი ენა, მაგრას შემდეგ იმდენად განთვისდა, რომ დღეს უკვე მეცნიერებს დადგენაც კი უჭირთ გენეტიური ნათესაობისა. მცვაგვარი დადგენა შეიძლება და ამის საფუძველი არის, როგორც მოგახსენეთ, ჰუმბოლდტის ცნობილ შრომაში ბასკური ენის შესახებ. ეს შრომა დღემდე არ არის ნათარგმნი ქართულად და, სხვათა შორის, მას ბოიკოტსაც უცხადებენ, გარკვეული მოსაზრებებით ეს მიჩქმალული იყო მუდამ. ჩვენი ამოცანაა, ეს შრომა ითარგმნოს ქართულად და გავრცელდეს საქართველოში, რომ ქართველებმა გაიგონ თავიანთი ნამდვილი წარმომავლობა. ჰუმბოლდტზე უფრო დიდი ავტორიტეტი დასავლეთის მეცნიერებას, როგორც მოგეხსენებათ, არა ჰყავს. თუმცა თანამედროვე მეცნიერ-ქართველოლოგთა (იან ბრაუნის და სხვების) უახლესი გამოკვლევების შედეგად ყალიბდება აზრი, რომ ბასკური მეოთხე ქართველური ენაა.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის?
ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა კავშირია პრომეთესა და ამირანს შორის?
ამირანი გვიანდელი სახელი უნდა იყოს პრომეთესი. ჩვენ არა გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ პრეისტორიულ ხანაში პრომეთეს ამირანი ეწოდებოდა. საქართველოში ამირანი, თვითონ სახელი "ამირ" უფრო იმ პერიოდთან არის დაკავშირებული, როდესაც უკვე სპარსული კულტურა შემოდის საქართველოში. ამირან დარეჯანისძე - "ამირ ანდარე ჯეჰან" ნიშნავს "მბრძანებელი ქვეყნისა", მეუფე ქვეყნისა", ეს სპარსული ტერმინია.
საერთოდ, ამირანზე ხალხური თქმულების ის სახე, რომელმაც ჩვენამდის მოფღწია, გვიანდელი უნდა იყოს. პრეისტორიული მითი ამირანზე აისახა ქართულ ხალხურ თქმულებაში, მაგრამ სახელი შეცვლილია. სახელი ამირანი აშკარად სპარსული წარმოშობისაა და, მე მგონი, არ ასახავს ამ არსების რაობას. პრეისტორიულ ხანაში ამ არსებას, მე მგონი, ჰქონდა უფრო ძველი პროტოქართული შესატყვისი. საერთოდ პროტოქართული შესატყვისები ჰქონდათ არამარტო ასეთ პერსონაჟებს. მაგალითად, საიდან მომდინარეობს ქართველთა ეპონიმი "კარდუ"? ეს არის მთის სახელი, რომელსაც დღეს ჰქვია არარატი. თავდაპირველად ამ მთის სახელი იყო კარდუ, კარდუ იყო ბაბილონური ღვთაება. მთებს არქმევდნენ ღვთაებების სახელებს და ამ ღვთაების სახელი ერქვა მთა არარატს, რომელსაც სუმერულ ეპოქაში ნისირიერქვა. ძველი სახელები დღეს უკვე აღარა აქვს არც ას ტოპონიმებს, არც გმირებს. და ამ არსებას, რომელსაც პრომეთეს უწოდებენ, დარწმუნებული ვარ, პრეისტორიულ ხანაში არ ერქვა ამირანი. ამირანი უფრო შუასაუკუნეებშია შერქმეული.
შ ე კი თ ხ ვ ა: რას იტყვით აფხაზურ-ქართული ენების კავშირზე?
საერთოდ ადიღეური და სხვა კავკასიული ენები, როგორც მოგეხსენებათ, იბერიულ-კავკასიური წარმოშობისაა, მათსა და ქართულ ენას შორის გენეტიური ნათესაობა არსებობს. ქართველურ ენებს შორისაც გენეტიური ნათესაობა აპსებობს, მეგობრებო. ეს ვერ გაუგიათ მათ და ამიტომ არის ეს ეროვნული შუღლი, თორემ მათი წარმომავლობა ნამდვილად იბერიულ-კავკასიურია. ნამდვილად ასეა. რომ ჰქონდეთ მათ მეხსიერება, ცოდნა თავიანთი წარმომავლობის შესახებ, ისინი არასოდეს არ გააჩაღებდნენ ასეთ კონფლიქტებს თავის მონათესავე ერთან. საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები გენეტიკურად მონათესავენი არიან, ასევეა მათი ენებიც. ეს არნოლდ ჩიქობავამ, ჩვენმა დიდებულმა მეცნიერმა, შესანიშნავად გამოიკვლია და ეს მისი საყვარელი ტერმინია - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება და იბერიულ-კავკასიური ხალხები, რაც, სხვათა შორის, იმასაც გულისხმობს, რომ იბერიულ-კავკასიური არ არის ერთადერთი იბერიულ სამყაროში, არსებობს, მაგალითად, იბერიულ-პირინეული და სხვა, რომ იბერიულ კავკასიური არის მხოლოდ ერთი მონაკვეთი იბერიული სამყაროსი, და მასში ერთიანდებიან აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები.
შ ე კი თ ხ ვ ა: რა კავშირშია მაზდეანობა ქართულ სულიერ სამყაროსთან?
მეგობრებო, ისტორიულად ქართველ ერს ჰქონდა ურთიერთობა მრავალ კულტურასთან, მრავალ რელიგიასთან და არის საქართველოში იმის ნიშნები, რომ იყო ერთ პერიოდში აქ მაზდეანური კულტი, ანაჰიტა-ქალღმერთის კულტი და მრავალი სხვა კულტი იყო, მაგრამ ეს არ იყო წამყვანი, არ იყო არსებითი და ძირითადი ჩვენს სულიერ სამყაროში. მაგალითად, ჯერ პრობლემატურად არის ქცეული, იყო თუ არა არმაზის კულტურა ზოროასტრალური კულტურა და რაიმე საერთო აქვს თუ არა მას ზოროასტრულ კულტურაასთან და მაზდეანობასთან. ე. ი. ესეც არ არის დამტკიცებული, ორმუზდი და არმაზი თუ ენათესავებიან ურთიერთს.
შ ე კი თ ხ ვ ა: რა არის ანთროპოსოფია?
- ანთროპოსია არის სულიერი მეცნიერება თანამედროვე ევროპაში, მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც და ჰყავს მრავალი მიმდევარი. ეს არის ქრისტიანული მოძრაობა, როგორც მოგახსანეთშ ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგს ეშლება, ზოგი ურევს ანთროპოსოფიას რელიგიაში. ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ამიტომ შეცდომით ამბობენ, ან მართლმადიდებელი იყავი, ან ანთროპოსოფიო. ასე არ დგას საკითხი. ეს იგივეა, რომ თქვა: ან მართლმადიდებელი იყავი, ან ჰეგელიანელი. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ ანთროპოსოფიას რელიგიური აღმსარებლური პრეტენზიები არა აქვს. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, რელიგიური თემიც არსებობს დასავლეთში, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი - რუდოლფ შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ან კონფესიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს, ქრისტიანობის მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. ასე რომ, აქ არ უნდა მოხდეს ცნებათა აღრევა და არ უნდა შეგვეშალოს. როგორც მოგახსენეთ, არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგოკა. კერძოდ ანთროპოსოფიურმა დიცინამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენში 9 აპრილს მოწამლულთა მკურნალობაში. როდესაც ვერც ერთი ექიმი ვერ კურნავდა მათ, ვერც ერთი სახეობის წამალი- მათ ისეთი მედიკამენტები ჩამოიტანეს, თავიანთი სკოლის მიერ შექმნილი, რომლებმაც უშველა ამ მოწამლულებს, გადაარჩინა უამრავი ადამიანი.
უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ მართლმადიდებლურ კულტზე არსებობს ლექცია რუდოლფ შტაინერისა, რომელიც ძალზე მაღალ დონეზე აყენებს მართლმადიდებლურ კულტს კათოლიკურთან შედარებით. მე შემიძლია პირდაპირ ციტატა წაგიკითხოთ. სართოდ რუდოლფ შტაინერი მართლმადიდებლურ ფილოსოფიათან ძალიან ღრმად იყო დაკავშირებჯლი, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიასთან და თავის ერთ-ერთ წინამორბედად თვლიდა მას, მართლმადიდებელ ფილოსოფოსს. არის ციკლი ლექციებისა 1922 წელს წაკითხული - "ზეცნობადი გავლენები კაცობრიობის ისტორიაში", სადაც რუდოლფ შტაინერი ამბობს: "კათოლიკურ ეკლესიაში კულტი და რიტუალი უფრო თვალითსახილველი სიმბოლოების ხასიათს ატარებს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი იგი ისეთი რამ არის, რასაც სული სწვდება უღრმესი მოწიწებით". ე. ი. რადიკალურად ასხვავებს ამ ორ კულტს ერთმანეთისაგან და მისთვის უფრო მახლობელი არის მართლმადიდებლური კულტი, და ეს ჩანს აგრეთვე ოქსფორდში წაკითხული ლექციებიდან, სადაც ის ამბობს, რომ მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ეკლესიაში იყო ძალიან ღრმა ეზოტერიზმი, ანუ საიდუმლო მოძღვრება, რომელიც თავად ეკლესიას გააჩნდა. აღმოსავლეთში, როგორც მე წეღან მოგახსენეთ, ეზოტკრიზმი არ იყო გამოყოფილი ეგზოტერიზმისაგან, ხოლო დასავლეთში გამოყოფილი იყო და იყო კონფლიქტიც და დევნაც ეზოტერიზმისა. აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სამყაროში ამას ადგილი არ ჰქონია არასოდეს.
შ ე კი თ ხ ვ ა: როგორია გრაალის წარმოშობა?
გრაალის ეტიმოლოგია, გრაალი, მეგობრებო, მომდინარეობს ძველპროვანსული და ალბათ, ძირით კაპადოკიუოი ტერმინიდან "გრაცალ" და, საერთოდ, გრაალის მიმდინარეობა ქართველური ტომების შექმნილია აგრეთვე. კაპადოკიური ეთნოსი, რომელიც იგივე ქართველური, პროტოიბერიული ეთნოისა, არის ძირითადი შემქმნელი გრაალის მიმდინარეობისა. ტიტურელი, ცნობილი პირველი მფლობელი გრაალისა, ეროვნებით იყო კაპადოკიელი, ე. ი. ქართველური წარმოშობისა. შამთხვევითი როდია, რომ კაპადოკიელები იხსენიებიან სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, მეერგასისე დღეს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეში (საქმე, 2, 9). კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას და გრაალის მისსია ეს არის სულიწმიდის მისსია. გრაალი ეს არის სულიწმიდის მატარებელი, გრაალის მფლობელი არის სულიწმიდით განმსჭვალული და სულიწმიდამომადლებული ადამიანი. გრაალის მოძრაობა, გრაალის ქრისტიანობა შექმნეს სწორედ იბერიული ხალხებმა. ის შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში, ლანგდოკში, სადაც ძირითადად იბერიული და კელტ-იბერიული მოდგმის ხალხები ცხოვრობდენ. კელტ-იბერები იგივე იბერებია წერმოშობით, რომელთაც შემდეგ, გთიანდელ პერიოდში შეერწყნენ კელტები. კელტების მიგრაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მესამე საუკუნიდან დაიწყო და მოგვიანებითაც გაგრძელდა. შემდეგ ჩამოყალიბდა კელტ-იბერიული მოდგმა, მაგრამ წარმოშობით მაინც იბერიულია. კელტ-იბერიული მოდგმაც კაპადოკიასთანაა დაკავშირებული და სწორედ კაპადოკიიდან, ამ მესხური, ანუ მოსხური, ზანური კაპადოკიიდან მომდინარეობს გრაალის ქრისტიანობა და გრაალის მიმდინარეობა. ქართლში არის, სხვათა შორის, სოფელი გრაკალი. რამდენადაც პირველადი სახელი ამ თასისა არის გრაცალი, გრაცალი და გრაკალი აშკარად მონათესავეა და ეს ტოპონიმი უნდა იყოს გრაალთან დაკავშირებული, ყვენი ღრმა რწმენით. გრაალი მოხსენიებული არის შავთელის ოდებში. შავთელის შდებში მას ეწოდება "მადლი ბარძიმი, ერთა განსაწმენდ". როგორც მოგეხსენებათ, გრაალი არის ბარძიმი, თასი და გარდა ამისა, ეს თასი მოხსენიებული არის ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, როდესაც წმინდა გიორგი - ქართული ფოლკლორის წმ. გიორგი - ლაშქრობს ქაჯავეთში კოპალასთან და იახსართან ერთად, მას ქაჯავეთიდან მოაქვს თასი და ჩვენი ღრმა რწმენით ეს გრაალის თასია. ე. ი. წმინდა გიორგის ჩასვლა ქვესკნელში დაკავშირებულია გრაალის თასის წამოღებასთან, ე. ი. ეს არის ინიციაციის სიმბოლო. ამრიგად უკავშირდება გრაალი ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული. ყრმა მაცხოვარი, რომელიც უჭირავს გელათის ღვთისმშობელს, შუბლზე გრაალის ტვიფარს ატარებს! ასე რომ, ეს უაღრესად ღრმა კავშირშია ქართულ კულტურასთან და რაც შეეხება "ვეფხისტყაოსანს", შეძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსანიც" გრაალის პოემაა იმიტომ, რომ გრაალის სიმბოლოები, სინონიმებია საუნჯე, თვალ-მარგალიტი, ფილოსოფიური ქვა და ქალწული, ე. ი. ქალწულის გამოხსნა ტყვეობიდან, ქვესკნელიდან აგრეთვე იგივეა, რაც გრაალის გამოხსნა. ქალი ამ შემთხვევაში განასახიერებს ანიმას, სამშვინელს და ანიმას გამოხსნა დრაკონის ტყვეობიდან არის სწორედ ინიციაციის მიზანი. აი, ეს არის მოცემული სწორედ "ვეფხისტყაოსანში". "ვეფხისტყაოსანი" არის ინიციაციის გზა, ჰეროიკული ინიციაციის გზა არის აღწერილი. ალეგორიულად, საერთოდ, რაინდობა დაკავშირებული იყო ინიციაციასთან, რაინდობა იყო ინიციაციის ინსტიტუტი, ამიტომ მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვესკნელად შთასვლა და გრაალის გამოხსნა, ანუ წმინდა საწყისის გამოხსნა ბნელი ძალების ტყვეობისაგან.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: როგორ მტკიცდება, რომ პელაზგები და შუმერები იყვნენ არაინდოევროპელები?
ეს მტკიცდება, მეგობრებო, ენათმეცნიერული მონაცემებით. უწინარეს ყოვლისა, შუმერები რომ არაინდოევროპელები არიან და მხოლოდ ქართული ენები ენათესავება შუმერულ ენას დღესდღეობით, დაამტკიცა დიდმა ქართველმა მეცნიერმა მ. წერეთელმა. ინდოევროპული ენები ამ ენებს არ ენათესავება. პელაზგებზე პირდაპირ არის ჰეროდოტესთან და სხვა ბერძენ ისტორიკოსებთან ნათქვამი, რომ ისინი იბერები იყვნენ.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა კავშირი იყო ირლანდიელ და ქართველ იბერებს შორის?
ირლანდიელებისა და ქართველი იბერების კავშირი უღრმესია, მეგობრებო. სწორედ იმაზე არის საუბარი ჰუმბოლდტის შრომაში, რომ ირლანდიაში, ჩრდილოეთ ევროპაში იყო მიგრაცია იბერებისა. ჰუმბოლდტი აშკარად განასხვავებს მათ სამხრეთის იბერებისაგან, სადაც ისინი ავტოქტონები არიან, მაგრამ ჩრდილოეთში, ირლანდიაში, ბრიტანეთში და სხვაგან მოხდა მათი მიგრაცია და დაარსდა კოლონიები. ირლანდიის უძველესი მოსახლეობა - პიქტებიც იბერების შთამომავლები იყვნენ.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: ვინ იყვნენ ალბანელები?
ქართლის ცხოვრებიდან ჩანს, რომ ქართველური ტომები იყვნენ ალბანელებიც. ამასთან, ეს არის ბერდა, რომელიც გვხვდება ნიზამი განჯევის შემოქმედებაში- სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ ბერდას დაუკავშირა ნიზამი განჯევმა თამარ მეფის სახე, რომელიც მოგვცა მან სიმბოლურად, ალეგორიულად ბერდის დედოფლის ნუშაბეს სახით თავის "ისკანდერნამეში"-
შ ე კ ი თ ხ ვ ა: ლაზეთი და ლაზარე თუ არის რამე კავშირში?
ამაზე ჰიპოტეტურად შიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ფუძით უკავშირდება; აგრეთვე ლაზერე და დაზური, ლაპისლაზული, რომელიც ლაჟვარდს აღნიშნავს და ლაჟვარდი და ცისფერი ეს არის იოანე-ლაზარეს ფერი საერთოდ, და შეიძლება ეს ყოველივე რაღაც კავშირშიც იყოს- ლაზარესადმი მიძღვნილი თამარისდროინდელი ტაძრის, ბეთანიის ფრესკებიც ხომ ცისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, არ შეიძლება ამას ღრმა ეზოტერული მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
>
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რა კავშირი აქვთ ხეთებს საქართველოსთან?
ხეთასთან დაკავშირებული ტოპონიმები არის საქართველოში. ეს იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ აქ, ვთქვათ, ხეთების სამშობლო იყო. იყო მიგრაციები ხალხების, იყო მათი გარკვეული მოძრაობა და ამასთან არის დაკავშირებული მრავალი ტოპონიმი. საერთოდ ხეთები ინდოევროპელებია, ისინი არ ეკუთვნიან ქართველური წარმოშობის ხალხებს.
შ ე კ ი თ ხ ვ ა: რას გვეტყვით ნიკო მარრისა და "ვეფხისტყაოსნის" შესახებ?
მეგობრებო, ნიკო მარრს ძალზე წინააღმდეგობრივი შეხედულებები ახასიავებდა "ვეფხისტყაოსანზე" და, საერთოდ, დიდ ადამიანებს ზოგჯერ დიდი შეცდომებიც მოსდით. მან შეცდლმები დაუშვა "ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ თავადვე გამოასწორა ეს შეცდომები და უაღრესად მნიშვნელოვანი აზრები გამოთქვა "ვეფხისტყაოსანის" შესახებ. თავდაპირველად ის თვლიდა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ნათარგმნი ნაწარმოებია, აპირებდა მისი "დედნის" პოვნას ბრიტიშ მუზეუმში, მაგრამ ვერ შესძლო ეს და შემდეგ სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა უკვე ამაზე. რაც მთავარია, ნიკო მასსმა პირველმა გვაჩვენა ის ორგანული კავშირი, რომელიც არსებობს "ვეფხისტყაოსანის" სამყაროსა და დასავლურ კურტუაზიას შორის. მან მიგვითითა აგრეთვე პროვანსელი ტრუბადურების და საერთოდ რაინდული კულტურის სხვა ძეგლებთან "ვეფხისტყაოსნის" მსგავსებაზე. ნიკო მარრმა ძალიან ღრმად მიანიშნა ამაზე და ძალზე ღირებული ნაშრომი დაგვიტოვა - "ქალის კულტი "ვეფხისტყაოსანში". რაც შეეხება რუსთაველის მუსულმანობის იდეას, მან ეს უარყო შემდგომ. ერთ ხანს ნიკო მარრს ჰქონდა აზრი, თითქოს "ვეფხისტყაოსნის" ავტორი მუსულმანი იყო, მაგრამ ეს აზრი იმიტომ დაებადა, რომ ის ამ ეკუმენიზმს ვერ ხსნიდა. რუსთველს ახასიათებს რაღაც ზერელიგიური ეკუმენიზმი. თითქოს და ის ყველა კულტების და ყველა რელიგიების გამაერთიანებელი არის თავის პოემაში. საერთოდ, "ვეფხისტყაოსანი" ეს არის სინკრეტული ნაწარმოები, არა ეკლექტური, სხვადასხვა ელემენტების უკავშიროდ შერწყმა, არამედ სინკრეტული, ეს არის ერთიანობაში მოცემა სხვადასხვაგვარი ელემენტებისა. "ვეფხისტყაოსანი" არის ანტიური სიბრძნისა და ქრისტიანული სიბრძნის სინთეზი, ეზოტერული სიბრძნის სინთეზი, ანტიური ინიციაციის გზისა და ქრისტიანული ინიციაციის გზის ახალი სინთეზი არის ახალი მხატვრული მითოსის ენაზე მოცემული, ასე რომ აქ მრავალ მკვლევარს ეჩვენებოდა ცალ-ცალკე მოძღვრებები, ცალ-ცალკე აღმსარებლობა, მაგრამ ეს შემდეგ არ დადასტურდა და დღეს უკვე გაბატონებული აზრია, რომ ეს არის ქრისტიანული ნაწარმოები, რომ ავტორი ქრისტიანია, თანაც ფართო გაგების ქრისტიანი, რომელიც ეკუმენურად აერთიანებს სხვა რელიგიების მიღწევებსაც თავის მსოფლმხედველობაში. მაგალითად, იქ არის მოცემული ასტროლოგიური, ასტროსოფიული იდეები, არის ანტიურ მისტერიათა იდეები, თვით "მზიანი ღამის" სტროფი და სხვა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ის ღრმად იყო ნაზიარები ანტიურ მისტერიალურ კულტურას, გვაძლევდა ამის სინთეზს თავის ნაწარმოებში. ნიკო მარრი თავდაპირველად ამას თერ ხედავდა. მან მუსულმანად ჩათვალა რუსთაველი, ვინაიდან მუსაფიც არის იქ და მუსაფზე იფიცებენ გმირები, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ პირობითად "ვეფხისტყაოსანის" მოქმედება გადატანილი არის აღმოსავლურ სამყაროში, მუსულმანურ სამყაროში და იქ ცხადია მუსაფის გარდა სხვა საღვთო წიგნს ვერ ახსენებდნენ, მაგრამ ლოცვა ათვანდილისა ეს არის ქრისტიანული ლოცვა, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს მიზგითში ლოცულობს. ასევე გმირებიც თავიანთი მოქმედებით, თავიანთი ხასიათით ქრისტიანები, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან. არაბი, ინდოელი "ვეფხისტყაოსანში" არ ნიშნავს ეროვნებას. ეს არის სიმბოლურად. "ვეფხისტყაოსნის" ქვეყნები საერთოდ გეოგრაფიულ სინამდვილე არ არის, ისტორიული სინამდვილე არ არის. ეს ალეგორიული გეოგრაფიაა, ალეგორიული ისტორია.