მასალები საქართველოს ისტორიისათვის

 

მოქცევაჲ ქართლისაჲ

შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Conversio Iberiae


[თავი ე~]

თავი ზ~

 

რომელი აღწერა დედაკაცმან ჰურიამან, სახელით სიდონია, ასულმან აბიათარ მღდელისამან

 

 

და იყო ოდეს მოხედა ღმერთმანწყალობით ქუეყანასა ამას დავიწყებულსა ჩრდილოჲსასა -- კავკასიათა, სომხითისა მთეულსა,რომლისა მთანი დაეფარნეს ნისლსა, და ველნი -- არმურსა ცთომისა და უმეცრებისასა, დაიყო ქუეყანაჲ ესე ჩრდილო მზისაგან სიმართლისა, ძისა ღმრთისა მოსლვისათჳს და ცნობისა,ვითარცა სახელი ერქუა სამართლად ჩრდილოჲ. არა თუ ამის მზისა ნათლისაგან დაკლებულ იყო,ანუ აწ არს დაკლებულ მისგან, ყოველი ცასა ქუეშე მყოფი იხილავს და ყოველსა ჰხედავს იგი,და რომელსა სიცხითა მიჰრიდის, ნათლითა ყოველსა ადგილსა მიხედის. ესე არა თუ ამისთჳს ერქუა ქუეყანასა ამას ჩრდილო, არამედ იყვნეს ესოდენნი წელნი და ესთენნი ნათესავნი ნოვესითგან და ებერისითგან და აბრაჰამისითგან.და მუნ შინა იყო იობ აზნაური, განცდილი განმცდელისაგან ვითარცა იოსებ, მოსე, ისუ, მღდელნიდა მსაჯულნი და შემდგომითი-შემდგომად, რომელი-იგი ვიცით სმენილი წიგნთაგან საღმრთოთა.

 

გარდაჴდეს ქრისტჱს მოსლვადმდეწელნი ჭფ~, შობითგან ქრისტჱსით ვიდრე ჯუარ-ცუმამდე ლგ~, და ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსითვიდრე კოსტანტინე ბერძენთა მეფესა მონათლევადმდე ტია~; და ათოთხმეტისა წლისა შემდგომადმოივლინა ქუეყანასა ჩუენსა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო, დედოფალი ჩუენი, ვითარცა ბნელსაშინა მთიები რაჲ აღმოჰჴდის და ცისკარი აღიღის, და მისა შემდგომად აღმოვალნ დიდი იგიმფლობელი დღისაჲ. ეგრეთ იყო ცხორებაჲ ჩუენი, ქართველნო, რამეთუ ვიქცეოდეთ ნათელსა დამკჳდრ ვიყვენით ბნელსა, ვიხარებდით შუებითა და ვიუნჯებდით გლოვასა, რომლისა ნუგეშინის-მცემელიარა იყო. ვჰმსახურებდით სამე დაბადებულთა და არა დამბადებელსა, ქერობინთა ეტლთა ზედამჯდომარისა წილ მთათა მაღალთა თავყუანის-სცემდეს მამანი ჩუენნი, გებალსა. და გარიზინსა,და მას ზედა არა იყო არცა ღმერთი, არცა მოსე, არცა ნიში მათი, არამედ კერპნი ქვისანიუსულონი. ხოლო ამას ქუეყანასა ქართლისასა იყვნეს ორნი მთანი და მათ ზედა ორნი კერპნი:არმაზ და ზადენ, რომელნი იყნოსდეს სულმყრალობით ათასსა სულსა ყრმისა პირმშოჲსასა. არმაზდა ზადენ, და შესაწირავად უჩნდეს მშობელთა მათთა მსხუერპლად, ვითარ-მცა უკუნისამდეარა იყო სიკუდილი. და ესე იყო მოაქამდე.

 

ხოლო იყვნეს კერპნი სხუანი-ცასამეფონი: გაცი და გა. და შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერიგარდაბნევად თავსა კერპისასა.

 

და ამის ყოვლისა შემდგომად თხრობასაგითხრობ მამისა ჩემისასა, რომელი წიგნთაგან ვიცი კითხვით, და მამისა ჩემისაგან თხრობილსა.

 

ოდეს-იგი მეფობდა ჰეროდე დამოგუესმა აქა, ვითარმედ სპარსთა იერუსალჱმი დაიპყრეს-ო. გლოვისა წიგნი მოეწერა ყოველთაჰურიათა მომართ ქართლისათა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდის-წყაროველთამწიგნობართა, და სობის-კანანელთა თარგმანთა, ვითარმედ: "ათორმეტნი მეფენი მოვიდეს-ოდაპყრობად ქუეყანისა ჩუენისა". და ყოველნი შეიძრნეს სივლტოლით შეწევნად მათა ხოლოშემდგომად მცირედ-რე მოიწია სხუაჲ ღაღადისი ნუგეშინის-ცემისაჲ იერუსალჱმით ყოველსაქუეყანასა, ვითარმედ: "სპარსნი იგი არა დაპყრობად ქუეყანისა მოვიდეს, არამედ აბჯრისადა საჭურველისა წილ და საგზლისა აქუნდა ოქროჲ ყჳთელი. მური მწრაფლ მკურნალი წყლულისაჲ,და გუნდრუკი სულჰამოჲ, ესე ყოველსა მჴედარსა მათსა. და თჳთ მეფეთა თითო სატჳრთი აქუნდა,და ეძიებდეს ყრმასა ვის-მე ახლად შობილსა, ძესა დავითისსა, რომელი-ცა პოვეს მწირი ერთი,მწირისა დედაკაცისა ძჱ, უჟამოდ შობილი უადგილოსა ადგილსა, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ გარე-მდგომთა.

 

ესენი მის ყრმისა მოვიდეს დათავყუანის-სცეს, და ესე ყოველი ძღუენი მისა შეწირეს. და მთაჲ გარდავლეს და წარვიდესმშჳდობით. აწ ნუ გეშინინ, ჰურიანო, მე, ჰეროდე, ვეძიებდ და არა ვპოვე ყრმაჲ იგი დაარცა დედაჲ მისი, არამედ აწ წარვჰმართო მახჳლი ყოველსა წულსა ზედა ორით წლითგან დაუდარესსა, და მოწყდეს იგი-ცა მათ თანა აწ გულ-დებულ იყვენით. რამეთუ უცნებით იყო ესეყოველი". ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ოც და ათნი, მოწერა ანა მღდელმან იერუსალჱმითმამის-მამისა ჩემისა ოზიაჲსა, ვითარმედ: "იგივე ყრმაჲ, რომლისა სპარსთა მეფენიმოსრულ იყვნეს ძღუნითა, იგი ყრმაჲ გან-სამე-ზრდილ არს, საზომსა ჰასაკისასა მოწევნულარს. წყალსა მას იორდანისასა ზაქარიაჲს ძისა განვიდოდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი,და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოს თანა-ვე იყო და აჰა ესერა ცაჲ ქუხდა და ქუეყანაჲიძრვოდა,მთანი ჰკრთებოდეს, ბორცუნი იმღერდეს, ზღუაჲ დგა, წყალნი აღმართ დიოდეს, ზაქარიაჲს ძჱივლტოდა და ჩუენ ყოველთა ზარი შეძრწუნებისაჲ დაგუეცა. და ერისა სიმრავლისათჳს დავიდუმეთსაქმჱ ესე, რომელი იყო სამე ცხად საუკუნითგან ღმრთისა თანა". და მეოთხესა წელსაგამოჴდა ბრძანებაჲ იერუსალჱმით ჰეროდე მეფისაგან, ვითარმედ: "ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა,განბნეულთა ყოველსა ქუეყანასა იხილეთ ერთი ღმერთი და იგულეთ და ისმინეთ ერთი შჯული.და ისწავეთ ერთი სიტყუაჲ მოსესი, რომელი თქუა: "რომელმან ქუეყანასა ზედა თქუასღმრთად თავი თჳსი, ძელსა დამოეკიდენ". და მერმე თქუა: "წყეულ იყავნ ყოველი,რომელი დამოკიდებულ იყოს ძელსა".

 

აწ ესერა აღდგა კაცი ერთი, დასახელი მისი იესუ, თავით თჳსით ჰხადის ღმერთსა მამად და რეცა თუ არს იგი თჳთ ვითარცაღმერთი, მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა და აღვასრულოთ მცნებაჲ ღმრთისაჲ და მოსჱსი".

 

და წარვიდა აქაჲთ მამის დედისძმაჲ ჩემი ელიოს, კაცი მოხუცებული. და ესუა მას დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა, და ესუაერთი ხოლო დაჲ ელიოზს.

 

ევედრებოდა დედაჲ ძესა თჳსსადა ეტყოდა: "წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა შჯულისასა. ხოლო რომელსაიგინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაჲ შენი მას ყოვლად-ვე, ნუ, შვილო ჩემო, რამეთუსიტყუაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ და იგავი ბრძენთაჲ, საიდუმლოჲ არს დაფარული ჰურიათაგან,ხოლო წარმართთა ნათელ და ცხორება საუკუნო".

 

და წარვიდა ელიოზ და ყოველნიჰურიანი ქართლით. და აღესრულა ყოველი-ვე, რომელი აწ ვიცით ნინოჲს მიერ, ევანგელეთაგანქრისტჱს მიერ.

 

ხოლო სამოსელი იგი ჰხუდა ამასქუეყანასა წილით და წარმოიღო ელიოზ. ხოლო დედასა მისსა, ვითარცა ესმა ჴმაჲ, ოდეს პასანიკმანჯუარსა ზედა სამშჭუალსადასცა კუერი მჭედლისაჲ იერუსალჱმს, აქა ესმა ჴმაჲ და იკრჩხიალნამწარედ დედაკაცმან მან და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთთავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა. ვაჲ თავსა ჩემსა,რომელ არა წინარე მოვკუედ, რომელმან-მცა ესე არღარა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანაჲს-რედავრჩი, რომელ-მცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისაისრაჱლისაჲ" და ამას სიტყუასა ზედა შეისუენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან.

 

ხოლო ამან ელიოზ მოიღო კუართიიგი მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსი მცხეთად, სახლად ჩუენდა, და იხილა, რამეთუ მომკუდარ იყოდედაჲ მისი ამას სიტყუასა ზედა. ხოლო დაჲ მისი მიეგებვოდა შესუარული ცრემლითა, ვითარცასისხლითა, და მოეხჳა ყელსა ძმისა თჳსისასა და მოუღო სამოსელი იგი იესუჲსი და შეიტკბომკერდსა თჳსსა ზედა. და მწრაფლ სულნი წარჰჴდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაჲთა,და უმეტჱს ტკივილითა სიკუდილსა ზედა ქრისტჱსსა და სურვილითა მის სამოსლისაჲთა.

 

მაშინ იყო შფოთი დიდი მცხეთასშინა მეფეთაჲ და მთავართაჲ და ყოვლისა ერისაჲ. და იხილა მეფემან ამაზაერ სამოსელი იგიიესუჲსი და უნდა წარღებაჲ მისი, ხოლო ზარსა მას ზედა დედაკაცისა მკუდრისა ჴელთ-გდებასა,შეშინდა და ვერ იკადრა. ხოლო ელიოზ დაჰმარხა დაჲ იგი თჳსი, და ჴელთა მისთა აქუნდა სამოსელიიგი. და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის, და იცის დედამან ჩემმან ნინო და არაიტყჳს, რამეთუ არა ჯერ-არს სიტყუად აწ. არამედ ესე ხოლო კმა-იყავნ ნინოჲს მოწაფეთათჳსდა ქრისტჱს მორწმუნეთა, რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსადა მცხეთას დანერგულსა. თჳნიერ ესე მესმა მამისა ჩემისაგან: "არს სხუაჲ-ცა ძალითაშემოსილი, მრჩობლი იგი-ცა, ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა ჴელთა ჩუენთა, საკურთხეველისასიმტკიცესა ქუეშე, ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა", რამეთუ მრავალგზისმაბირა მე დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რაჲთა გამოვსწულილო ადგილი იგისამოსლისაჲ მის გულითად. ხოლო მან ესთენ დადვა ნაწილი ჩემ თანა და მრქუა: "აქაარს-ო ადგილი სამარხვოჲ მისი-ო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისამიმართ, მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცადაღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ".

 

 

 

სარჩევი