მასალები საქართველოს ისტორიისათვის
მოქცევაჲ ქართლისაჲ
შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან
ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Conversio Iberiae
[თავიგ~] თავი დ~
აღწერილიმის[ი]ვე სალომე უჟარმელისაჲ
აწ ვიწყო და გითხრა ყოველი,ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყომისგან, ისრაჱლი უკუნ-დგა. და მოწოდებაჲ ყოველთა უცხოთა ნათესავთაჲ, უცხოთა ღმერთთამონებულთაჲ, ვითარცა თჳთ უნდა ჴსნაჲ სოფლისაჲ, რომელი დაჰბადა.
იწყო კეთილის-ყოფად ჰური[ა]თა:მკუდართა აღდგინებად, ბრმათა აღხილვად, ყოველთა სნეულთა განკურნებად. ესე შეიშურვეს,შეიზრახნეს და წარავლინნეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა სწრაფით მოსლვად. და იტყოდეს,რამეთუ: აჰა ესერა წარვწყმდებით-ო.
მაშინ მოიწინეს ყოვლით სოფლითკაცნი ჰურიანი, მეცნიერნი შჯულსა მოსესსა, რომელნი ანტაკრად აღუდგეს სულსა წმიდისასადა რაჲ-იგი უნდა ქრისტესა მათგან, მათ აღასრულეს: ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედაწილ-ითხინეს. და წილით ჰხუდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კუართი იგი უფლისა იესუჲსი, და დაჰფლესმათ დამბადებელი თჳსი და დაჰკრძალეს საფლავი. ხოლო იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველ,და ტილონი იგი, ოდეს განთენა, ისხნეს საფლავსა შინა. და ესე ყოველი წარმოიცადა პილატედა მოვიდა საფლავად იგი და ცოლი მისი და ტილონი იგი პოვნეს, და მოიხუნა იგინი ცოლმანპილატესმან. და წარვიდა წრაფითა დიდითა პონტოდ, სახედ თჳსა, რომელი იქმნა მორწმუნექრისტესა. ხოლო შემდგომად ჟამთა მრავალთა მოვიდეს იგინი ჴელთა ლუკა მახარებელისათადა დასხნა იგინი მან, სადა-ცა თჳთ იცის. ხოლო სუდარი არა იპოვა, ვითარცა ჴორცნი ქრისტესნი.თქუეს ვიეთ-მე პეტრესთჳს, ვითარმედ ჴელ-იწიფა ახუმად-ო და აქუნდეს, გარნა განცხადებულადარაჲ მიუთხრეს, ვითარ სხუაჲ ყოველი.
ხოლო ჯუარნი ამას ქალაქსა შინადამარხულ არიან, ხოლო ადგილი მათი ვერვინ იცის, ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდენ.
მაშინ მივეც კურთხევაჲ უფალსაღმერთსა და მადლი დედოფალსა მას ჩემსა ამას ყოველსა ზედა თხ[რ]ობასა. და კუალად ვჰკითხე,ვითარმედ: "სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, ანუ სადა არს სამოსელი იგი უფლისაჩუენისაჲ?" მრქუა მე: "ჩრდილოჲსა ქუეყანაჲ სომხითისა მთეულ არს, საწარმართოჲქუეყანაჲ, საჴელმწიფოჲ ბერძენთაჲ და უჟიკთაჲ".
მათ დღეთა შინა მო-ვინმე-ვიდადედაკაცი ეფესელი თავყუანის-ცემად წმიდასა ადგომასა და ჰკითხვიდა მიაფორი დედაკაცსამას, თუ: "ჰელენე დედოფალი ეგეთსა-ვე ბნელსა შინა არს-ა და მეფობაჲ მათი თჳნიერღმრთისა?"
ხოლო მან ჰრქუა: "მე ვარმჴევალი მათი და მახლობელი განზრახვასა მათსა ყოველსა, და დიდი წადიერებაჲ აქუს ჰრომთაქრისტჱს მიმართ შჯულისათჳს, და ნათლის-ღებისა".
ხოლო მე ვარქუ მიაფორსა:"წარმავლინე და წარვიდე წინაშე ჰელენე დედოფლისა, ნუუკუე მიმიახლოს სიტყჳს-გებადმის წინაშე ქრისტჱსთჳს". და მან აუწყა პატრეაქსა. ხოლო მან მიწოდა, წმიდამან მამამანჩემმან პატრეაქმან, ძმამან დედისა ჩემისამან, და დამადგინა აღსავალსა საკურთხეველისასადა დამასხნა ჴელნი მისნი მჴართა ჩემთა. და სულთ-ითქუნა ცად მიმართ და თქუა:"უფალო ღმერთო მამათაო და საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ ობოლსა ამას, შვილსადისა ჩემისასა და წარვავლინებ ქადაგებად შენისა ღმრთეებისა და რაჲთა ახაროს აღდგომაჲშენი, სადა-ცა შენ სათნო-იყო სრბაჲ მისი ექმენ ქრისტე ამას გზა, მოგზაურ, ნავთ-სადგურ,მოძღუარ, ენა მეცნიერების, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა".
და მიჯმნა დედისაგან ჩემისადა მო-მცა მე ჯუარი და კურთხევაჲ საგზლად. და წარვემართე დედაკაცისა მის თანა. და ოდესმივედით სახიდ მისა, მუნ ვპოვეთ დედუფალი ვინმე მეფეთა [ე]ვადაგი, სახელით რიფსიმე,რომელი ელოდა იერუსალჱმით ნათლის-ღებასა და ქრისტეს აღსაარებისათჳს სუროდა. მაშინ მი-მცამე ჴელთა მისთა დედაკაცმან მან, და მივეც მას ნათელი ჴელსა ქუეშე ჩემსა, მას და ორმეოცსასულსა მის თანა სახლისა მისისათა. და წარვედით სახიდ მისა და ვიყვენით მუნ ორ წელ.
მაშინ მოხედა უფალმან საბერძნეთსადა ჰრწმენა მეათესა კოსტანტინეს, და ქრისტე აღიარა მან და დედამან მისმან და ყოველმანპალატმან მათმან დასაბამითგანთა წელთა ხუთ ათას ოთხას ორმეოცდაოთხსა, ხოლო ქრისტესაღმაღლებითგან სამას და ათერთმეტსა. და წარემართა ყოველი საბერძნეთი ქრისტეანობასა.მეშჳდესა წელსა იყო წმიდაჲ კრებაჲ ნიკეას, და მერვესა წელსა იყო სივლტოლაჲ ჩუენი საბერძნეთით.რიფსიმე დედოფალი და გაჲ[ა]ნე, დედამძუძჱ, და ორმეოცდაათი სული წარმოვემართენით თთუესაპირველსა ათხუთმეტსა და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა მას თრდატ მეფისასა.იგინი მოიკლნეს მუნ თთუესა პირველსა, ოცდაათსა, დღესა პარასკევსა.
ხოლო მე დავშთი ეკალთა შინავარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყუავოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოჰვიდოდეს სულნიწმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაჲთა.და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლჱ, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისაჲ, რომელიცათა დაჰფარვიდა. და მის თანა სიმრავლჱ ერთა ცისათაჲ.
და შეიერთნეს წმიდანი იგი სულნიერთა მათ ზეცისათა და დიდებით აღმაღლდეს ცად.
ხოლო მე ვღაღადყავ: "უფალო,უფალო, რად დამიტევე მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?".
ჴმაჲ მესმა მე მუნით, რომელიმეტყოდა მე: "ესრეთვე იყოს წარყვანებაჲ შენი, ოდეს ეგე ეკალი, რომელი შენსა გარემოჲსარს, ყოველი-ვე იქმნეს ვარდ მეწამულ, სულნელ შენ მიერ. ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით,სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლად-ვე არა არიან". ხოლო მე წამოვედდა მოვედ ულოპორეთა და დავიზამთრე ჭირთა შინა დიდთა. და თთუესა მეოთხესა წარვედ მთათაზედა ჯავახეთისათა, რაჲთა ვცნა, თუ სადაჲთ არს მცხეთაჲ. და მივემთხჳე მთასა ზედა...
ტბასა დიდსა გარდამდინარესა,რომელსა ერქუა ფარავნაჲ, და დავდეგ მუნ ორ დღე. ვითხოვე საზრდ[ე]ლი მეთევზურთაგან დაგანვძლიერდი ძალითა მით საზრდელის[აჲ]თა, და მადლი შევსწირე ღმერთსა. და მწყემსნი იყვნესმას-ვე ადგ[ი]ლსა და ჴუმილვიდეს საჴ[უ]მილავსა ღამის[ა]სა სამწყსოთა შინა მათთა. დახადოდეს ღმერთთა მათთა დაწყეულთა არმაზს და ზადენს და უთქუმიდეს შესაწირავთა, რაჟამსმოვიდეთ-ო.
დილ[ა]სა ადრე მივე[დ] და ვჰკითხეერთსა მათგანსა, თუ რომლისა სოფლისანი ხართ თქუენ, ხოლო მან მომიგო მე: "ზოგნიდაბით და ზოგნი საფურცლით და ზოგნი ქინჯარელნი და რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი,სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ".
მივხედენ მთათა ჩრდილო[ჲ]ს[ა]თა,რამეთუ დღეთა ზაფხულის[ა]თა სავსენი ჩნდეს ჰირირითა და თოვლითა სასტიკითა. და შევძრწუნდიფრიად და ვთქუ: "უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან". და მოვიღე ლოდიერთი და დავიდევ სასთუნალად" თავსა, და გარდას[ა]დინ[ე]ლსა მის ტბის[ა]სა დავიძინე.და მოვიდა ჩუენებით კაცი ერთი ჰასაკითა ზომიერი, თმითა ნახევარ-თმოსანი. და მო-მცამე წიგნი დაბეჭდული და მრქუა მე: "აღდეგ და სწრაფით მიართჳ ესე მცხეთას მეფესაწარმართთ[ა]სა". და ვიწყე ტირ[ი]ლით ვედრებად მისსა და ვარქუ: "უფალო, დედაკ[ა]ცივარ უცხოჲ და უმ[ე]ცარი, ვითარ მივიდე მე, არცა ენაჲ ვიცი, თუ რაჲ ვთქუა უცხოთა ნათეს[ა]ვთათანა"? მაშინ განჴსნა წიგნი იგი და მო-მცა მე კითხვად. დაწერილი იყო ჰრომაელებრდა დაბეჭდული იყო, იესუჲსი.
დაწერილნი იყ[ვ]ნეს ათნი სიტყუანი,ვითარცა-იგი პირველ ფიც[ა]რთა ქვის[ა]თა.
პირველი სიტყუაჲ: სადა-ცა იქადაგოსსახარებაჲ ესე, მუნ-ცა ითქუმოდის დედაკაცი ესე.
ბ~. "არცა მამაკაცებაჲ,არცა დედაკაცებაჲ, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ".
გ~. "წარვედით და მოიმოწაფენითყოველნი წარმართნი. და ნათელ-სც[ე]მდით სახელითა მ[ა]მისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისაწმიდისაჲთა".
დ~. "ნათელი გამობრწყინვებადწარმართთა დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა".
ე~. "სადაცა იქად[ა]გოსსახარებაჲ ესე სასუფეველსა, ყოველსა სოფელსა ითქუმოდეს".
ვ~. "რომელმან თქუენ შ[ე]გიწყნარნეს,მე შემიწყნარებს, და რომელმან მე შემიწყნაროს, ეიწყნარებს მომ[ა]ვლ[ი]ნებ[ე]ლსა ჩემსა".
ზ~. ფრიად უყ[უა]რდა მარიამუფალსა, რამეთუ მარადის ისმენნ მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა.
ჱ~. "ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არ[ი]ან მოწყუედად".
თ~. ჰრქუა მარიამ მაგდალენელსაიესუ: "წარვედ, დედაკაცო, და ახარე ძმ[ა]თა ჩემთა".
ი~. სადა-ცა ჰქადაგებდეთ სახელითამამისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისა წმიდისა[ჲ]თა.
და ვითარცა ესე წავიკითხე, ვიწყევედრებაჲ ღმრთისა მიმართ. დ[ა] გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენებაჲ ესე. დააღვიხილენ თუალნი ჩემნი ზეცად და მაღ[ა]ლი იგი ვაკურთხე და მისგან ვითხოვე შეწევნაჲჩემი ჭირთა შინა. და გარდამოსადინ[ე]ლსა მის ტბისასა მოვჰყევ და წარმოვემართე.]
და იყო დინებაჲ მისი დასავალითკერძო. და მიუდეგ გზასა ძნელსა და ფიცხელსა, და ვიხილენ დიდნი ჭირნი გზათაგან და შიშნიმჴეცთაგან, ვიდრემდე მოვიწიე აქა, ვინაჲ-იგი წყალმან აღმოსავალით იწყო დინებად. მიერითგანიყო ლხინებაჲ ჩემი. და ვპოვენ მოგზაურნი და მივიწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსაურბნისისასა და ვიხილე ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა მსახური: ცეცხლსა და ქვათა და ძელთათაყუანის-სცემდეს. შეეურვა სულსა ჩემსა წარწყმედასა მათსა ზედა და მოვედ ბაგინსა ჰურიათასაენისათჳს ებრაელებრისა და ვიყავ მუნ ერთ თთუე და განვიცდიდ ძალსა ამის ქუეყანისასა.
და იყო, დღესა ერთსა აღიძრნესერნი ძლიერნი და ურიცხუნი სიმრავლითა მით ქალაქით წარმავალნი დიდად ქალაქად მცხეთად,რომელი იყო საჯდომელი დიდთა მეფეთაჲ, ვაჭრობად და ლოცვად არმაზ ღმრთისა მათისა.
ხოლო მე წარვჰყევ მათ თანა დამივიწიენით ქალაქად მცხეთად, წიაღით მოგუთას, ჴიდსა ზედა დავდეგით მუნ და ვხედევდითცეცხლის მსახურსა მას ერსა. და მოგუებასა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდე წარწყმედისამათისათჳს და უცხოვებასა-ცა ჩემსა ვეგლოვდი.
[თავიე~]