მასალები საქართველოს ისტორიისათვის
მოქცევაჲ ქართლისაჲ
შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან
ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Conversio Iberiae
[თავი ბ~] [თავი გ~]
ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი
იყო მათ ჟამთა ოდენ გეორგი კაბადუკიელიიწამა ქრისტჱსთჳს, მათ დღეთა კაბადუკიაჲთ ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონაჲღმრთისაჲ, წარვიდა ჰრომედ მეფეთა წინაშე მსახურებად და ნიჭისა მოღებად. და მათ-ვე დღეთაკაცი ვინმე იყო კოლასტას შინა და ესხნეს ორ შვილ: ძჱ და ასული. სახელი ძისა მისისაჲიობენალი, ხოლო ასულისაჲ -- სუსანა.
და ვითარ აღესრულნეს მშობელნიიგი, დაშთეს შვილნი მათნი ობლად. აღდგეს და წარვიდეს წმიდად ქალაქად იერუსალჱმდ, იმედ-ყვესსასოვებაჲ იგი ყოველთა ქრისტეანეთაჲ -- წმიდაჲ ადგომაჲ და მიევედრნეს მუნ.
ესე ძმაჲ სუსანაჲსი მიემთხჳადევტალარობასა, ხოლო სუსანა ჰმსახურებდა მიაფორსა, სარას ბეთლემელსა.
ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელიმიიწია წინაშე მეფისა ჰრომედ. და ეწყვნეს ბრანჯნი ჰრომთა ბრძოლად ველსა ზედა პიტალანისასა.და მოსცა ღმერთმან ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა ძალი უძლეველი და ქმნა წინა-აღდგომაჲ მტერთაჲძლიერად, ვიდრემდის წარიქცინა სივლტოლად. და შეიპყრა მეფჱ ბრანჯთაჲ და მის თანა მთავარნიმრავალნი. და შეიყვანნა წინაშე მეფისა მეფჱ ბრანჯთაჲ და ყოველნი მთავარნი. ხოლო მეფემანგანაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ და ევედრებოდეს ზაბილოვნს:"მოგუეც პირველად შჯული შენი და შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა მას ღმრთისა თქუენისასა,და მაშინ იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შე-ცა-შენ-ვე-გჳპყრენ, და შენ-ვე ყავ ესე ჩუენზედა, და უბრალო იყო სისხლთა ჩუენთაგან".
ხოლო ზაბილოვნს-ღა ესმა, მწრაფლაუწყა ესე მეფესა და პატრეაქსა სიტყუაჲ მათი. და მოსცეს მათ ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილოვნისსადა შეიყვანნეს ტაძარსა ღმრთისასა, წმიდასა ეკლესიასა, და აზიარნეს საიდუმლოთა ქრისტესთა.და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და დილაჲთ ადრე აღდგეს ბრანჯნიიგი და სამოსელი სამკუდროჲ შეიმოსეს და განვიდეს ადგილსა მას კაცთა საკლავსა, ილოცვიდესდა ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებასა მას ზედა და ზიარებასა და იტყოდეს: "ჩუენსიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს-მყვნა ჩუენ ღმერთმან ესევითარსა დიდებასახილვად და საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს, ძისა ღმრთისა უკუდავისამის მეუფისასა, რომელი არს უფროჲს უმაღლეს ყოველთა მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთაქუესკნელთა, რამეთუ იგი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ხოლო ვაჲ ნაშობთა ჩუენთა,ნაყოფთა სიმწარისათა, მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს იგინი: "მოვედინ მეჴრმლჱეგე და აღიხუენით თავნი ჩუენნი ჩუენგან... ამას რაჲ ჰხედვიდა ზაბილოვნ, აღიძრა გონებითადა ტიროდა, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი თჳსნი კლვად წარეპყრნეს და ვითარცა კრავთაშვილთა მათთა სწყალობდეს. მაშინ შევიდა ზაბილოვნ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა, დანიჭითა განუტევნა. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილოვნს, რაჲთა წარჰყვეს ქუეყანად მათადა მისცეს შჯული ქრისტესი და ნათლის-ღებაჲ წყლითა ყოველსა ერსა მათსა.
ხოლო ისმინა მათი ზაბილოვნ დამოსთხოვნა მღდელნი პატრეაქსა. და ბრძანებაჲ მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით.და ვითარცა მიეახლნეს ვითარ ერთ დღისა სავალსა, მიჴდა ჰამბავი, ვითარმედ მეფჱ მოვალსცოცხალი და ყოველნი მთავარნი მის თანა. მაშინ შეიძრნეს ათნი იგი საერისთვონი: ხოლამაჲდა ხოზაბაჲ, ხლაჭაჲ, ხენეშაგი, ტიმგარაგი, ზაქაჲ, გზაჲ, ზარგაჲ, ზარდაჲ, ზარმაჲ დათმონიგონი სამეუფოჲ და მოეგებვოდეს მდინარესა ზედა დიდსა ღდამარასა.
და განყო მეფემან ერი იგი დადაადგინა წყალსა მას იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღდელთა მდინარჱ იგი და შთაჴდა ყოველიერი მდინარესა მას და განიბანებოდეს, და აღმოვიდოდეს გამოსავალსა ერთსა. და დასდებდაზაბილოვნ ჴელსა ყოველსა ერსა ათ დღე. და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს მღდელთა ჟამი,და აზიარნეს ქრისტეს საიდუმლოთა.
და განუტევნა მღდელნი და განჰკარგაყოველი წესი ქრისტეანობისაჲ. და დაუტევა კურთხევაჲ და წარვიდა ნიჭითა დიდითა ჰრომედ.
და განიზრახა გულსა თჳსსა დათქუა: "წარვიდე იერუსალჱმდ". და მისცა გლახაკთა ყოველი იგი მონაგები. დადევტალარი იგი პატრეაქ-ქმნულ იყო. და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილოვნ და პა[ტ]რეაქი.
ჰრქუა სარა მიაფორმან პატრეაქსა:"ესე ზაბილოვნ -- მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთის მოშიშებითა.ამას მიეც დაჲ შენი სუსანა ცოლად". და სთნდა წმიდასა პატრეაქსა სიტყუაჲ მისიდა მისცეს სუსანა ცოლად მისა. და წარვიდეს თჳსა ქალაქად კოლასედ. და მე ოდენ ვიშევმათგან. და იგი[ნი] არიან მშობელნი ჩემნი. და აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინათჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა დღე და ღამე დაუცადებელად.
და ვითარცა ვიქმენ მე ათორმეტისწლის, მშობელთა ჩემთა განყიდეს ყოველი, რაჲ-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალჱმდ. მაშინმამამან ჩემმან დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და განიჯმნა დედისაგან ჩემისა. და შემიტყბომე მკერდსა მისსა და დამაღუარნა, ვითარცა ღუარნი, ცრემ[ლ]ნი თჳსნი თუალთა და პირსაჩემსა. და მრქუა: "შენ, მხოლოვო ასულო ჩემო, ესერა დაგიტევებ შენ ობლად ჩემგანდა მიგითუალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა მზრდელსა და უფალსა, რამეთუ იგიარს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისამარიამის შური აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთა. და თუ შენ ესრჱთგეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრჱთ მოგცეს ყოველი, რაჲ-ცა სთხოვო მას, ოდეს რაჲგინდეს მისგან." და მო-მცა ამბორებაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთამათ თანა ველურთა, რომელ-რაჲ ყოფაჲ მისი იცის მისმან უფალმან იესუ.
ხოლო დედაჲ ჩემი მისცა პატრეაქმანმსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა. ხოლო მე ვჰმსახურებდ მიაფორსა სომეხსა დვინელსაორ წელ.
და ვჰკითხევდი ვნებათა მათთჳსქრისტესთა, ჯუარ-ცუმისა, დაფლვისა და აღდგომისათჳს მისისა, და სამოსლისა მისისა დაჯუართა და ტილოთასა და სუდარისასა ყოველსა მიწყებით, რამეთუ არავინ ყოფილ იყო, არცაიყო შორის იერუსალჱმსა ზომი მისი მეცნიერებითა შჯულისა გზასა ძუელსა და ახალსა ყოველსა-ვე.
იწყო უწყებად ჩემდა და თქუა:"ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა ძუვისასა, რომელი იზახებნყოველსა-ვე ზედა ოთხფერჴსა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა აერთასაუფროჲს მამლისა და ყოველი ქუეყანაჲ გუგასა თუალისა მისისასა, მცირესა მარგალიტის სწორსა,შეაყენის და განიხილის, განიცადის საჭმელი მისი, ცეცხლებრ დაინახის, მოუტევნის ფრთენიშრიალებად და მიიმართის მის ზედა. ეგრეთ იყოს ცხორებაჲ შენი წინამძღურებითა სულისაწმიდისაჲთა".
თავი დ~
შინაარსი