მასალები საქართველოს ისტორიისათვის
მოქცევაჲ ქართლისაჲ
შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან
ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Conversio Iberiae
[თავია~]
თავი [ბ~]
ხოლო [ოდეს დაა]სრულა სრბაჲ[თჳსი] სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა წმიდამან და სანატრელმანდედუფალმან ნინო, რომელი გუექმნა მახარებელ გულთა ჩუენთა და მლხინებელ სულთა დაჴორცთა ჩუენთა, ვითარ განიშორა ერთი ესე სამეუფოჲ, ქუეყანაჲ ჩრდილოჲსაჲ, მცხეთისამეფეთა სამეფოჲ, არწმუნა ყოველთა აღსაარება[ჲ] მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ,ნათლის-ღებითა მოსლვაჲ ქრისტესი და შობაჲ წმიდისაგან ქალწულისა, ნათლის-ღებაჲ დასიკუდილი ქრისტესი და აღდგომა[ჲ] მკუდრეთით, შემდგომად სიკუდილისა უკუდავებაჲ დაცხორებაჲ, მეორედ მოსლვაჲ ძისა ღმრთისაჲ ქუეყანად, მართალთა ცხოვრება[ჲ] დაცოდვილთა შურის-გებაჲ, რამეთუ მისა არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე და მერმე-ცა,ამენ. ითარ მოიწია ქუეყანასა კხოეთისასა, დაბასა ბუდს, დასნეულდა სნეულებითა მით,რომლითა-ცა მო-ცა-კუდა.
მაშინ შეუკრბეს მეფენიქუეყანისანი და მთავარნი დედებითურთ და სიმრავლჱ ერთა ძლიერთაჲ, რამეთუ ჰხედვიდაყოველი კაცი პირსა ნინოჲსსა. ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა. დასცუეთდეს მცირესა მასდა ძუელსა სამოსელსა მისსა მთხუევითა სარწმუნოვებით და იძულებით. ევედრებოდესყოველნი იგი დედოფალნი გარემო მსხდომარენი, რომელთა დამოსდიოდეს ნაკადულნიცრემლთანი თუალთაგან მათთა განშოვრებისათჳს მოძღურისა, მოღუ[ა]წისა და სნეულთამკურნალისა ჴელოვნისა.
ეტყოდეს დედოფალი სალომეუჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი და მათ თანა ყოველნი მთავარნი ჰკითხვიდეს მას დაეტყოდეს: "ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა მაცხოვრად ჩუენდა,ანუ სადა-მე იყო აღზრდაჲ შენი, დედოფალო? მაუწყე ჩუენ საქმჱ შენი! რაჲსა იტყჳტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო, სანატრელო! რამეთუ ესერა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედყოფილ არიან წინაჲსწარმეტყუელნი პირველ მოსლვადმდე ძისა ღმრთისა ქუეყანად დამერმე მოციქულნი ათორმეტნი, და კუალად სამეოცდაათორმეტნი და ჩუენდა არავინმოავლინა ღმერთმან, გარნა შენ. და ვითარ იტყჳ, ვითარმედ: "ტყუე ვარი მე, ანუვითარცა ჰინდოეთს თუ?".
მაშინ იწყო სიტყუადნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოვებისანო, მახლობელნო ღმრთისანო, დედოფალნოჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ წმიდათა დედათა ყოველსა მასსარწმუნოვებასა და სიყუარულსა ღმრთისასა. და გინებს გზათა ჩემთა ცნობაჲ, გლახაკისამჴევლისა თქუენისათა[ჲ] და გაუწყო-ცა. ესერა მოსრულ-ა სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, დამეძინებინძილითა მით დედისა ჩემისაჲთა საუკუნოდ.
არამედ მოიხუენითაღსაწერელნი წიგნისანი და დაწერეთ სიგლახაკჱ ჩემი და უდები ცხორებაჲ ჩემი, რაჲთაუწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოვებაჲ თქუენი და შეწყნარებაჲ ჩემი, დასასწაულნი ღმრთისანი, რომელნი გიხილვან მცირედნი მთათა მათ ზედა, მაყულოვანსა მასშინა, სუეტისა აღმართებასა, და მიერ წყაროსა მას ზედა, და ვიდრე აქა მოსლვადმდეჩემდა. თჳთ უფალმან იცის და სულმან ჩემმან, რომელი უხილავს თუალთა ჩემთა ზეცითგარდამო ქუეყანასა ზედა". მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმანდა სივნიელმან პეროჟავრი. და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და იგინი წერდეს. წინაშობისა მისისა მშობელთა მისთა საქმედ იწყო.
[თავიგ~]
სარჩევი