მასალები საქართველოს ისტორიისათვის

 

მოქცევაჲ ქართლისაჲ

შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Conversio Iberiae


 

სარჩევი

 

[თავია~]

 

პირველ ოდეს ალექსანდრემეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეჴადნა იგინი კედარსა მასქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედამტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი: სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისიდა ოძრაჴე, და ციხენი მათნი: ციხჱ დიდი სარკინისაჲ, უფლის-ციხჱ კასპისა, ურბნისსადა ოძრაჴისაჲ.

 

დაუკჳრდა ალექსანდრეს დაცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს ყოველსა ჴორციელსა ჭამდეს და სამარე მათიარა იყო, მკუდარსა შეშჭამდეს. და ვერ ეძლო ბრძოლაჲ მათი მეფესა და წარვიდა. მაშინმოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვესბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს.

 

და ეპყრა იგი, რომელხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი.

 

და შემდგომად რაოდენისა-მეჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და დალეწნა სამნი ესე ქალაქნიდა ციხენი, და ჰონთა დასცა მახჳლი.

 

ხოლო სარკინესა ქალაქსაებრძოლა ათერთმეტ თთუე და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და დაასხა ვენაჴი დარუჲ გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳანადგილსა მას ნასტაგისი.

 

და მერმე გამოიღო სარკინე.თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱარიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი,და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა.

 

ხოლო ესე აზოჲ წარვიდაარ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნიმამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად -- გაცი დაგა.

 

 

ა~. და ესე იყო პირველიმეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.

 

ბ~. და შემდგომად მისადადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისიარმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ.

 

გ~. და შემდგომად მისადადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზსშჱნებად.

 

დ~. და მისა შემდგომადმეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი.

 

 

ე~. და მეფობდა ფარნაჯობ დააღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და აღაშენა [ციხჱ].

 

ვ~. და მეფობდა არს(ოკ)[და] ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა.

 

ზ~. და მეფობდა არიკ,რომელმან შიდაციხე აღაშენა არმაზსა.

 

ჱ~. და მეფობდა ბრატმან,რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო.

 

თ~. და მეფობდა მირეან. დამან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი.

 

ი~. და მეფობდა არსუკ,რომელმან კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო.

 

ია~. და მეფობდა როკ,რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდესიმიერ და ამიერ.

 

იბ~. და მეფობდა ქარძამარმაზს და მცხეთას -- ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას დადასხდეს.

 

იგ~. და მეფობდა იმიერფარსმან და ამიერ კაოზ.

 

იდ~. და მეფობდა იმიერარსოკ და ამიერ -- ამაზაერ.

 

იე~. და მეფობდა იმიერამაზასპ და ამიერ -- დერუკ.

 

ივ~. და მეფობდა იმიერფარსმან ქველი და ამიერ -- ფარსმან ავაზ.

 

იზ~. და მეფობდა იმიერ როკდა ამიერ -- მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყომეფობაჲ.

 

იჱ~. და მეფობდა ღადამი დადღე კ~.

 

ით~. და ფარსმან,

 

კ~. და ამაზასპ,

 

კა~. და რევ მართალი.

 

კბ~. ვაჩე .

 

კგ~. ბაკურ.

 

კდ~. მირდატ.

 

კე~. ასფაგურ.

 

კვ~. ლევ. მამაჲ მირეანისი.

 

კზ~. [მირეან]

 

ესე ოცდარვანი მეფენიქართლს შინა წარმართნი.

 

 

და იყო დღეთა კოსტანტინემეფისათა, ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და მეათესა წელსა, იყო ღუაწლი ბრძოლისაჲმტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტაჲსსა. და გულ-გდებულიყო ურვათაგან ოსტანტი კეისარი.

 

იყო ვინმე კაცი ეფესელი დაწარმოთქუა წინაშე მეფისა, ვითარმედ: "ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნიჰინდონი და ვის-ცა ვის აქუს შჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისაჲ, ძელითა ჯუარისაჲთადა მისითა სასოვებითა სძლევენ მტერთა ძლიერად".

 

მას ჟამსა აღიძრა მეფჱგუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ებისკოპოსთა იერუსალჱმით, ანტიოქიაჲთ, ჰრომითდა ალექსანდრიაჲთ და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.

 

მით ჟამითგან მეათესა წელსაწარვიდა ჰელენე იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა. და მეათოთხმეტესა წელსაივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისა-მე მიზეზისათჳსდედა-მძუძითურთ.

 

და იყო მის თანა ტყუე ერთიდედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმჱ მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან.და იყო იგი ჰრომი მთავარი, და თჳთ მოევლო გზაჲ თჳსი და ექმნნეს კურნებანი. დამოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.

 

და ვითარცა წარმოივლტოდარი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთასომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტჳლნეს მუნ.

 

ხოლო ნინო დაშთა დაწარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოჲსათა და მოვიდა მდინარესა მტკუარსა, მოჰყვა დამოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა. და იყო სამ წელ ეგრეთ. ილოცვიდაფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყულისაჲითა.

 

და შექმნა სახჱ ჯუარისაჲ,ნასხლევისაჲ და მუნ დაადგრა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლომან მაყუალთა ადგილი არს ზემოჲსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი. [დ]ა მეოთხესაწელსა იწყო თქუმად ქრისტე ღმერთი და შჯული: "და [მე] ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოჲსაესე ქუეყანაჲ". და მეექუსესა წელსა არწმუნა [ცოლსა] მეფისასა ნანას სენსაშინა მისსა და მეშჳდესა წელსა მეფესა არწმუნა სა[ს]წაულითა ქრისტესმიერითა. დამწრაფლ აღაშენა ეკლესიაჲ ქუემო[ჲ] სამოთხესა შინა. და სუეტი იგი იყო ძელისაჲ,რომელი თჳთ აღემართა.  

 

და ვითარცა აღაშენესეკლესიაჲ, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესათხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს.

 

და მოსცა მეფემან იოვანეეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატიმაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს.

 

და ვითარცა მოვიდეს, ნათელიმოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან. ითხოვეს ხჱ,რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]საზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი დაშუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალიიყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა. ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსირევ და მთავ[ა]რ\-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის. ხოლო ფურცლოოდაჟამთა არისათა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუჴლსა დავითისსა, ვითარმედ:"ესე ხე არს დანერგული თანა წარს[ა]ვ[ა]ლსა კლდის[ა]სა ზეგარდამო[ჲ]თაცუარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ უკუნისამდე".

 

და უბრძანა ხუროთა მოკუეთაჲხისაჲ მის. და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯუარისა, ვითარცა ასწავამთავ[ა]რ-დიაკონმან, სამ გუამად შექმნნეს ხისა მის ტანის[ა]გან სამნი ჯუარნი დააღმართნეს მცხეთას, (ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მასწიგნსა ქართლისა მოქცევის[ა]სა, გრიგ[ო]ლი დიაკონისა მიერ აღწერილსა. და ერთიჯუარი აღმართა მირიან მეფემან მთასა ზედა მაღნარის[ა]სა, რომელსა ჰ[რ]ქჳანთხოთისა, და ერთი-იგი -- მახლობელად პატიოსნისა ჯუარისა-ვე.

 

და წარავლინნა მირიანმეფემან და ითხოვნა საბერძნეთით ქვისა მთლელნი და კირით ხურონი. და მოსცნა მეფემანდა წარმოვიდეს ერუშეთს. და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა[ჲ]. და დაუტევეს ფერჴთაფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი და წარმოვიდეს მანგლისს დადადვეს საძირკუელი ეკლესიისა და დაუტევნეს სამსჭუალნი და ესრეთ მოვიდეს მცხეთად.

 

და იწყო მეფემან შენებადქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა. და ვითარცა ცნა მეფემან, რამეთუ დადვეს საძირკუელიპირველ ერუშეთს და მანგლისსა და დაუტივნეს მუნ სასურვ[ე]ლნი იგი ფიც[ა][ვ]რნი დასამსჭუალნი, აღივსო ურვითა და დააყენა საქმე მოსწრაფებისა, ვიდრე არა ისწ[ა]ვამთავარ ებისკოპოსისაგ[ა]ნ, ვითარმედ: "შენ თანა არს ამ[ა]ს ქალაქსა შინასამოს[ე]ლი ქრისტესი ყოლად ზეგარდ[ა]მო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათგანიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამ[ა]ს ქალაქსა შინა დაფარეს, დააწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილი-ცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმეარს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრ[ე]თვე ხალენი ელია[ჲ]სი აქ-ვედამარხულ არს.

 

და აღივსო სიხარულითა მეფედა მყის მოხადნ<ა> ყოველთა ჰურიათა და ჰკითხა, თუ: "ნამდჳლვე?" და მათ აუარეს მართ[ა]ლი და არა უარ-ყვ[ე]ს. დათქუეს, ვითარმედ: "აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთ[ე]ლი და ლონგინოზ კანისელი დათალენავ და მისაელ". და კუართისა მის თქუეს წილით ხუედრებაჲ ამათი, ხოლოადგილი იგი უარ-ყვეს. მაშინ განმხიარ[უ]ლდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა, ვითარმედ:"პირველ მოწევნ[უ]ლ იყო კუართი იგი ქრისტესი იერუსალჱმით მცხეთად".მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეოღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ გინდა ცხორებაჲ ჩუენი და ჴსნაჲ ჩუენი ეშმაკისაგან დაადგილისა მისგან ბნელისა, ოდეს-იგი სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმიდითქალაქით იერუსალჱმით უცხოთა ამათ ნათესავთა ქალაქად, რამეთუ ჯუარ-ცუმასა შენსაამას ქალაქსა მეფობდეს მამანი ჩუენნი".

 

და წარემართა მეფჱ დაყოველი ქართლი ქრისტეანობასა მოწრაფებითა დიდითა.

 

მაშინ ნეტარმან მანდედაკაცმან ნინო თქუა: "კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუქრისტჱსი, რომელმან მოავლინა სიტყუაჲ წმიდაჲ მისი ცათა მაღალთაჲთ თჳთ ძლიერისაგანსაყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად უეჭუელად შობად ჴორციელად თესლისაგანდავითისა დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა წმიდისაგან და უბიწოჲსა, რომელი სათნო-ეყომას და ამით მიზეზითა ცხორებაჲ ჩუენი შექმნა და ყოველი ცასა ქუეშე მყოფი განანათლადა უმეტეს მისა მიმართ მორწმუნენი აცხოვნნა, რამეთუ იშვა ვითარცა კაცი, პატივ-ეცავითარცა ღმერთსა, ნათელ-იღო ვითარცა მსახურმან ვინმე შჯულისამან წყლისა დამიწისაგან, ხოლო მამით და სულით წმიდით ზეგარდამო იწამა და იდიდა, ჯუარს-ეცუა,დაეფლა და აღდგა, აჴდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა და მომავალ არს დიდებითა,რომელსა შუენის გალობაჲ ამენითა".

 

და ვითარცა ესე თქუა,წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერის-თავი ერთი, წარვიდა დადადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა დაუქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერის-თავმან მცირედწარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად. და გარდავიდა ერწუდ დადადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა. და ყუარელთა ესმა ესე დაგარდაკრბეს თოშეთა, რომელნი უკუანაჲსკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა დამონათლნა.

 

და ნინო შთავიდა კხოეთა დადადგა კაწარეთს და მონათლნა კხოელნი და სოჯნი ერითურთ მათით.

 

და გარდავიდა კახეთა დადადგა ქცელ-დაბას. და მოიყვანნა კახნი მთავარნი და მონათლნა.

 

და დასნეულდა დაწარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი,ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, დასალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ და მიუვლინეს მცხეთითმეფემან და ცოლმან მისმან ნანა იოვანე მთავარებისკოპოსი ხილვად და წარყვანებად.ხოლო მან არა ინება, არამედ დაჰვედრა იაკობ მღდელი: "რაჲთა შემდგომად შენსამან დაიპყრას საყდარი".

 

და მის წინაშე მისცა წიგნიიგი ელენე დედოფლისა მოწერილი, რომელი მოეწერა ნინოჲსა, დედოფლობით და მოციქულადდა მახარებელად შეემკო და ძელი ცხორებისაჲ წარმოეცა დედოფლისა ნანაჲსა. და შეწირაჟამი იოვანე, და აზიარა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა. და წარიღო ესე საგზლადსულისა.

 

და შეჰვედრა სული თჳსიჴელთა ღმრთისათა ქართლად მოსლვითგან მეათხუთმეტესა წელსა და ქრისტეს აღმაღლებითგანტლჱ~ წელსა, დასაბამითგან ჭყლჱ~ წელსა.

 

მაშინ შეიძრნეს ორნი ესექალაქნი -- მცხეთაჲ და უჟარმაჲ -- და ყოველი ქართლი სიკუდილისა მისისათჳს. დამოვიდეს და დაჰმარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბუდს, დაბასაკხოეთისასა. და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსაეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლასაშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისამის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალითკერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო.

 

და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱრევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით-ვემოსრული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესაწელსა აღმართებითგან პატიოსნისაჯუარისა შეუქმნა კუბაჲ რევ და შეიქმნა საფლავი ქუემოსა ეკლესიასა.

 

და მოკუდ[ა] რევ დადაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისაეკლესიასა და განეშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკუდა და დაეფლა ქუემოსაეკლესიასა. და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ. და მთავარებისკოპოსი იყო ნერსესომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისასაფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.

 

და შემდგომად მისა დადგავარაზ-ბაკურ მეფედ. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდეს სივნიეთადა იგი ჴიდარდ უკუ-ჯდა. და მთავარებისკოპოსი იყო იგი-ვე იობ.

 

და მაშინ მოვიდა ქრამხუარ-ბორზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ. და ქართლი მისსახარკსა შედგა, და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი. და მისა ზე აღაშენესაზნაურთა წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ მცხეთას და დაამოთაულეს დიდსა მას ეკლესიასასოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა.

 

და მისა შემდგომად მეფობდაბაკურ, ძჱ თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესიაჲბოლნის[ს] . და იმიერ განვიდა და განაახლნა არმაზნი სპარსთა შიშისათჳს.

 

და მისა შემდგომად მეფობდაფარსმან, დის-წული თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო სჳმეონ.

 

და მისა შემდგომად მეფობდამირდატ. და ესე წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.

 

და მისა შემდგომად მეფობდაარჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონამოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო.

 

და მისა ზე აზნაურთასტეფანე-წმიდაჲ აღაშენეს არაგუსა ზედა. და მოგუნი მოგუეთას მოგობდეს ცეცხლისამსახურებასა ზედა. და მის-ვე არჩილის ზე ოთხნი მთავარებისკოპოსნი გარდაიცვალნეს.

 

და მერმე მეფობდა მირდატ.და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ. და ესე მთავარებისკოპოსი ერის-თვადცა იყობარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს.

 

და მისა შემდგომად მეფობდადიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარებისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წარიყვანეს ვახტანგსპარსთა. და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა, და მთავარებისკოპოსი იყომიქაელ. და მან მიამთხვა ფერჴი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნამოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი. ხოლო მანმოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყვანდა მას სამოველ მონაზონი, წმიდაჲ დაღირსი. და აღაშენა ქუემოჲ ეკლესიაჲ ვახტანგ მეფემან და დასუა პეტრე კათალიკოზი. დაესე იყო ქართლის მოქცევითგან რო~ წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი, დამთავარებისკოპოსნი ათცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე.

 

და ამისა შემდგომად მეფობდადაჩი უჟარმელი, და კათალიკოზი იყო სამოველ და მისა ზე ტფილისს კაცნი დასხდებოდეს,და (მარიამ)-წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს. და კათალიკოზი იყო პეტრე.

 

და ამისა შემდგომად მეფობდაბაკურ, ძჱ დაჩისი, და კათალიკოზი იყო სამოველ.

 

და მისა შემდგომად მეფობდაფარსმან, და კათალიკოზი იყო თავფაჩაგ. და მისა ზე-ვე ჩიმაგა ვ~. და მისა ზე-ვესპარსთა მეფობაჲ მცხეთად მოვიდა და შეაშფოთა ქართლი და ქალაქნი და წარვიდა.

 

და მისა შემდგომად მეფობდაფარსმან სხუაჲ, და კათალიკოზი იყო დასაბია, მკჳდრი მცხეთელი. და აქაჲთგან ორთასახლთა აღიღეს კათალიკოზობაჲ მცხეთელთა მკჳდრთა. და მის-ვე მეფისა ზე კათალიკოზიიყო ევლალე.

 

მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანეზედაზადენელი შუვამდინარით ასურეთისაჲთ იგი და ათორმეტნი მოწაფენი მის თანამოვიდეს.

 

და მისა შემდგომად მეფობდაბაკურ, და კათალიკოზი იყო მაკარი. და მისა ზე-ვე ვარსქენ პიტიახში იყო. და შუშანიკიწამა ცურტავს.

 

და მისა შემდგომადკათალიკოზი იყო სამოველ, და მერმე -- სიმონ-პეტრე. და მის ბაკურის ზე-ვე დაესრულამეფობაჲ ქართლისაჲ.მაშინ მცხეთაჲ ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნიშემცირდებოდეს და კალაჲ განდიდნებოდა.

 

სპარსნი უფლებდეს ქართლს დასომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს; და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რეშეკრბა ქართლი. და განაჩინეს ერის-თავად გუარამ და მერმე -- კურაპალატად-ცა. ამანდადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზე-ვე იყო კათალიკოზი სამოელ-ვესხუაჲ. და ტფილისისა მკჳდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერიდა ნახევარსა ერის-თავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.

 

და მისა შემდგომადერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი, ძმაჲ დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯუარისასა.

 

მაშინ ჩამოვლო ჰერაკლემეფემან ბერძენთამან. და უჴმო ციხის-თავმან კალაჲთ ტფილისისაჲთ მეფესა ჰერაკლესვაც-ბოტობით.

 

ხოლო მან ფერჴი დააპყრა დადანიელი მოიღო და მოიძია (სიტყუაჲ) ესე: "მოვიდეს ვაცი იგი მზის დასავალისაჲდა შემუსრნეს რქანი ვერძისა მის მზის აღმოსავალისანი". და მეფემან ჰრქუა:,(უკუეთუ ჩემთჳს) ესრეთ იყოს სიტყუაჲ, მე მიგაგო მისაგებელი შენი". და დაუტევაჯიბღო ერის-თავი ბრძოლად. და თჳთ წარვიდა ბაღდადს ბრძოლად ხუასრო მეფისა.

 

ხოლო ამან ჯიბღო მცირეთადღეთა შემდგომად კალაჲ გამოიღო და ციხის-თავი იგი შეიპყრა და პირი დრაჰკნითააღუვსო. და მერმე მრთელსა ტყავი გაჰჴადა და მეფესა უკუანა მისწია გარდბანს ვარაზგრიგოლისსა შინა.

 

წარვიდა ჰერაკლე და შემუსრაბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფჱ და მოღებად სცა ძელი ცხორებისაჲ. და იწყობრძანებით შჱნებად იერუსალჱმსა და მოდისტოს დასუა პატრეაქად. და წარმოვიდააქაჲთ-ვე მეშჳდესა წელსა. და ვიდრე მოსლვადმდე მისა ტფილისს სიონი განეშორამკჳდრთა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა-ღა. ამან ჰერაკლე ტფილისს და მცხეთას დაუჟარმას განავლინნა ქადაგნი, რაჲთა ყოველნი ქრისტეანენი ქალაქთა შინა ეკლესიათაშინა შემოკრბენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისა მსახურნი ანუ მოინათლნენ ანუმოისრნენ.

 

ხოლო მათ ნათლის-ღებაჲ არაინებეს, ზაკუვით თანა-აღერინეს ქრისტეანეთა, ვიდრემდის ყოველთა ზედა წარჰმართამახჳლი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს.

 

ხოლო ჰერაკლე განწმიდაშჯული ქრისტესი და წარვიდა. და ერის-თვობდა იგი-ვე დიდი სტეფანოზ, და კათალიკოზიიყო ბართლომე მეორედ.

 

და შემდგომად ერის-თვობდაადრნესე, და მისა ზე სამნი კათალიკოზნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა, თაბორ.

 

და მისა შემდგომადერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი და ამან განიშორა ჯუარისა ეკლესიაჲ და დადვა კრებაჲჯუარს ჯუარობასა ერთ თთუე. და ტფილისს დაჯდა სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო სამოველ.და მისა ზე-ვე -- ევნონ.

 

და ჰამბავი მოჴდა, ვითარმედბაღდადი აგარეანთა დაიპყრეს-ო და ამისთჳს ბერძენთა ქუეყანაჲ ჯორსა აჰკიდეს დაწარიღეს საბერძნეთა.

 

და მისა შემდგომადერის-თვობდა გუარამ კურაპალატი ვ~, და გუარამ ყრმაჲ ზ~, და მერმე არშუშაკურაპალატი ჱ~, და ვარაზ-ბაკურ აპაჲ პატრიკიოზი, რომელმან გარბანელნი მოაქცინა თ~,და მერმე ნერსე [ი~], და ძენი მისნი: ფილიპე ია~, სტეფანოზ იბ~, ადრნესე იგ~,გუარამ იდ~, და ბაკურეანი ძჱ ბალდადისი იე~; და ძენი ადრნესესნი: სტეფანოზ ივ~, დააშოტ კურაპალატი იზ~, და გუარამ [იჱ~]. დიდნი ერის-თავნი ესთენ იყვნეს.

 

ხოლო კათალიკოზნი, რომელევნონისითგან მომართ იყვნეს: თავფაჩაგ ა~, ევლალე ბ~, იოველ გ~, სამოველ დ~,გეორგი ე~, კჳრიონ ვ~, იზიდბოზიდ ზ~, თეოდორე ჱ~, პეტრე თ~. ესე. ცხრანი ცოლისანნიიყვნეს.

 

მერმე: მამა ა~, იოვანე ბ~,გრიგოლ გ~, კლემენტოს დ~, სარმეან ე~, თალელე ვ~, სამოველ ზ~, კჳრილე ჱ~, გრიგოლთ~, სამოველ ი~, გეორგი ია~, გაბრიელ იბ~, ილარიონ იგ~, არსენი იდ~, ევსუქი იე~,ბასილი ივ~, მიქაელ იზ~, დავით იჱ~, არსენი ით~.

 

[თავიბ~]

სარჩევი