ზურაბ რატიანი


წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო

სამშობლოს მაღმერთებელი ვაჟკაცის, დაუვიწყარი მეგობრის, სერგო ცხვედიანის ნათელ ხსოვნას ვუძღვნი.

"ჟამთააღმწერელობა წეშმარიტის მეტყუელება არს, და არა თუალ-ახმა ვისთვისმე", ეს სიტყვები ეკუთვნის XIV საუკუნის ქართველ ისტორიკოსს და ისინი მთელი ძველი ქართული ისტორიოგრაფიის არსს გამოხატავენ. დიახ, უძველესი დროიდან დაწყებული, საუკუნეების განმავლობაში, ქართული ჟამთააღძწერელობის ძირითადი მიზანი ჭეშმარიტის მეტყველება — მიუკერძოებელი, მართალი ისტორიის დაწერა იყო, მაგრამ საბჭოთა იმ.პერიის .პირობებში ჟამთააღმწერელობა წეშმარიტის მეტყველებიდან თანდათან თუალ-ახმად — ისტორიის გაყალბებად იქცა და ბოროტების იმპერიის ყურმოჭრილი მონა გახდა. ამის გამო საქართველოს ისტორიის ყველა ძირითადი საკითხი, დამუშავებული ოფიციოზის ლოცვა-კურთხევით, როგორც წესი, ქართველი ერის ჭეშმარიტი ისტორიის გაყალბებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ამ წესსაც ჰქონდა გამონაკლისი; დიდი ქართული კულტურის და, კერძოდ, ისტორიოგრაფიის მთლიანად წაბილწვა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ბოროტების იმპერიამ, ოღონდ ის მეცნიერები, რომლებიც ოფიციოზის საწინააღმდვგოდ არ ღალატობდნენ ჭეშმარიტის მეტყველებას, თვითონ ხდებოდნენ ღალატის, გაუტანლობის მსხვერპლი...

დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1913 წელს წერდა: "კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ჰკუთვნებია: ლაზ-მეგრელებს, აფშილ-აფხაზებს და სვანებს". *

შემდგომში გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსების სიმონ ჯანაშიას, ნიკოლოზ ბერძენიშვილის და, განსავუთრებით, პავლე ინგოროყვას საფუძვლიანი გამოკვლევებით კვლავ და კვლავ დადასტურდა დიდი ივანე ჯავახიშვილის აზრის სისწორე, მაგრამ საბჭოთა იმპერიულმა ისტორიოგრაფიამ მიჩქმალა ისტორიული სიმართლე და წამოატივტივა ყოვლად უხამსი სიყალბე, — თითქოს აფშილ-აფხაზი ქართველი კი არა, აფსუა იყოს, თითქოს აფსუა უხსოვარი დროიდან იყოს აფხაზეთის მკვიდრი და თითქოს აფხაზეთი საქართველოს ნაწილი კი არა, უცხო ქვეყანა იყოს.

ოფიციოზი ათეული წლების განმავლობაში თავში უჭედავდა აფსუებს ამ უსინდისო სიყალბეს და სიძულვილით აღავსებდა მათ, აფსუებისადმი კეთილგანწყობილი ქართველი ერის წინააღმდეგ. რისთვის დასჭირდა ბოროტების იმპერიას ასვთი დიდი ბოროტების ჩადენა, დღეს უკვე ყველასათვის ცხადია.

აწინდელი აფხაზეთისა და მისი მიმდებარე მხარეების უძველესი ისტორიის შესწავლა ძირითადად უცხოელი ავტორების ჰეკატე მილეტელის, ჰეროდოტეს, სკილაკს კარიანდელის, სტრაბონის და სხვათა ცნობების საფუძველზე ხდებოდა. მართალია, ამ ავტორთა თხზულებებში არის სარწმუნო წერილობითი ცნობები, დაწყებული ძვ.წ. VI საუკუნით, მაგრამ მათ მიერ მოხსენიებული ტომთა სახელწოდებანი ხშირად ისეა გადასხვაფერებული ბერძნული ენის შესაბამისად, რომ ზოგჯერ ძნელდება იმ ტომთა ვინაობის გარკვევა. ეს გარემოება დაიხვიეს ხელზე ,"წითელმა პროფესორებმა" და არა თუ სადავო, უდავოც სადავო გახადეს და აშკარა სიყალბე ხალას ჭეშმარიტებად გაასაღეს. ამგვარი ბოროტმოქმედება არ მოხდებოდა, მკვლევარებს რომ კეთილსინდისიერად ესარგებლათ ქართული და ჩერქეზული წყაროებით.

უშუალოდ თემის ძირითადი საკითხის განხილვამდე ჯერ ვნახოთ, რას ნიშნავს ტერმინი — პირიქითა საქართველო?

ცნობილია, რომ პირიქითა ხევსურეთი კავკასიონის მთავარ, ანუ წყალგამყოფ ქედს გადაღმა მდებარე ხევსურეთის ნაწილს ჰქვია, რომელიც არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან შედგება. ასევე ცნობილია, რომ ძველი წანარეთი, ანუ აწინდელი ხევი ძირითადად თერგის, თრუსოსა და სნოსწყლის ხეობებს მოიცავს და ასევე ვავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარეობს. იგივე ითქმის თუშეთზეც, მის ნაწილსაც მთავარი ქედის ჩრდილოეთის ფერდობები უჭირავს. ამდენად, პირიქითა საქართველო ნიშნავს კავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარე საქართველოს, ანუ ქვეყნის იმ ნაწილს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. ასე რომ დღესაც კი, ასეული და ათასეული წლების განმავლობაში ურიცხვ მტერთაგან ნაჯიჯგნი საქართველო არის არა მხოლოდ ამიერკავკასიის, არამედ აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყანაც. უფრო ზუსტად, საქართველო არის კავკასიის ქვეყანა, რომლის უმეტესი ნაწილი ამიერკავკასიაში მდვბარეობს, ხოლო უმცირესი ნაწილი — ჩრდილოეთ კავვასიაში. მის შესაბამისად ქვეყნის უმეტესი ნაწილი არის პირაქეთა საქართველო, ხოლო უმცირესი — პირიქითა საქართველო. ასეა დღეს, მაგრამ როგორ იყო უწინ, მრავალი საუკუნის წინათ?

მოხევეები, ხოლო ხევსურების და თუშების ნაწილი რომ უძველესი დროიდან პირიქითა საქართველოში მოსახლეობენ, ეს ცნობილია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ეს ქართული ტომები პირიქითა საქართველოს უძველესი მკვიდრი მოსახლეობაა. ამდენად, ჩრდილოეთი კავკასია თუშეთის, ხევსურეთისა და ხევის პირიქითა მხარეების სახით ქართველთა ისეთივე დედასამშობლოა — პირველსაცხოვრისია, როგორც ამიერკავკასია არის პირაქეთა საქართველოს ქართველთა დედასამშობლო — პირველსაცხოვრისი. ცნობილია ისიც, რომ უწინ სვანთა ნაწილიც პირიქითა საქართველოში ცხოვრობდა. მათი იქ ცხოვრების ნაკვალევი ტოპონიმებით, ე.ი. ადგილთა სახელწოდებებით, ეკლესიებით, სვანური კოშკებით და სხვა ძეგლებით არის დადასტურებული აწინდელი ყარაჩაისა და ბალყარეთის მიწა-წყალზე. მაგრამ თუკი მოხევე-ხევსურ-თუშთა უძველესი დროიდან მოსახლეობა პირიქითა საქართველოში უდავოა, სვანთა იქ ძველად განსახლება უფრო ისე აღიქმება, თითქოს სვანვბი მოგვიანებით გადასულან პირიქითა საქართველოში და, ამდენად ეს ქართული ტომი პირიქითა საქართველოს უძველესი მოსახლეობა არ ყოფილა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი თვალსაზრისი ძირითადად საკითხის ნაკლებად შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა.

საერთოდ კი მთლიანად კავკასიისა და კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროები საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიური წყაროები ნაკლებად არის შესწავლილი და ამდენად ამ მხარის ძველი ისტორია, როგორც აღვნიშნე, ძირითადად უცხოური წყაროების ცნობებზე დაყრდნობით არის გააზრებული. ბუნებრივია, ადგილობრივი წყაროების ნებსით თუ უნებლიეთ უგულებელყოფა ისტორიული ჭეშმარიტების დადგენას ხელს ვერ შეუწყობდა.

ძველმა ქართულმა ისტორიოგრაფიამ დაახლოებით ათასი წლის წინათ ჩამოაყალიბა მწყობრი თვალსაზრისი ქართველი და კავკასიის ყველა ერის დედასამშობლოს — პირველსაცხოვრისის შესახებ. მისი შემოქმედია "ქართლის ცხოვრების" პირველი ავტორი ლეონტი მროველი. ამ კონცეფციის თანახმად მთელი კაცობრიობა ბიბლიური ნოეს შთამომავალია. საკუთრივ ქართველები, თავის კავკასიელ ძმებთან ერთად, ნოეს ჩათვლით, მისი შთამომავლობის მეხუთე თაობიდან ჩნდებიან ქვეყანაზე.

"პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა — ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი", — წერს ლეონტი მროველი (1). შემდეგ იგი მოგვითხრობს, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შედეგად კაცობრიობა დაიყო სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ერებად და მოეფინა ქვეყნიერებას. თარგამოსის ,,ნათვსავითურთ მისით დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატს და მასისსა". მაგრამ, რადგან ,,იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი", თანდათან "ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა".

შემდეგ ლეონტი გვაუწყებს, რომ თარგამოსის წილხვედრი ქვეყანა იყო მთელი კავკასია და მან თავის რვა ვაჟიშვილს იგი დაუნაწილა საკუთარ ქვეყნებად. ლეონტი საკმაოდ ზუსტად ჩამოთვლის ამ ძმათა ქვეყნების საზღვრებს. მას არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ მართალია, კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მიწები (ე.ი. არა ჩრდილოეთი კავკასია, არამედ მის ჩრდილოეთით მდებარვ მხარეები) თარგამოსის წილხვედრი არ ყოფილა, მაგრამ თარგამოსმა ისინი მაინც გაუნაწილა თავის ვაჟებსო. თუ როგორ მოხდა ეს, ამას ქვემოთ განვმარტავ.

ჯერ კი ვრთ დიდმნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდები. ესაა საკითხი ჰაოსის უფროსი ძმობის. ანუ ყველა სხვა ძმასთან, მათ შორის, ქართლოსთან უპირატესობის აღიარებისა. ამის შესახებ ვრცელი ლიტერატურაა შექმნილი და მისი განხილვა ცალკე, საგანგებო კვლევის საგანია. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ. ვფიქრობ ჰაოსის უფროსობასთან კავშირში უნდა გავიაზროთ ქართლში დიდი ხნის განმავლობაში სომხური ენის ძირითად ენად აღიარება ლეონტის მიერ.

ლეონტის თანახმად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართლში მრავალი უცხო ტომის ხალხი შემოიხვვწა და მათ შორის ერთადერთი, ვინც თხოვნით მოვიდა და აქ დასახლდა, იყო ნაბუქოდონოსორისგან ლტოლვილი ებრაელობა, ქართველებმა ქართული ენა შემოიღეს.

"აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული"(2).

,,ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა", ამ წინადადებით ლეონტი აჯამებს თავის წინარე მსჯელობას: ,,და იყვნვს ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელი ერთმანერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მოვიდის ძვირის-მოქმედთაგან საბერძნეთით. გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა" (3).

შემდეგ ლეონტი წერს: მართალია, "შეიქმნა ენა ქართული", მაგრამ ქართლში ბევრი სხვადასხვა ერის ხალხი ცხოვრობდა და ამიტომ "იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული" (4).

ვფიქრობ, ლეონტის აქ ასახული აქვს იმის გამოძახილი, რაც დაახლოებით ნაბუქოდონოსორის დროს, 2500-2600 წლის წინათ, მოხდა საქართველოს მეზობლად — სომხეთში. კერძოდ, სწორედ ამ დროს განიცადა სომხეთმა ინდოევროპული ტომების ისვთი მძლავრი შემოსევები, რომ ძველი სომხური — კავკასიური ეთნოსი, ახალმა — ინდოევროპულმა შეცვალა, და ამდენად შეიცვალა ძველი სომხური — კავკასიური ენა, ინდოევროპულ-სომხური ენით. ამ დიდი ცვლილების გამოძახილია უთუოდ ლეონტის მიერ დახატული სურათი ქართლში უცხო ტომთა მოძალებისა და იქ ექვსი ენის გავრცელებისა. და ამავე ცვლილების ანარეკლია ცნობა ქართველთა მიერ ქართული ენის შექმნისა. ასე, რომ უწინდელი სომხური ენა ყველა თარგამოსიანის, ყველა ღვიძლი ძმის ენა იყო და ამდენად იგი ქართულიც იყო, მაგრამ ახალი ó ინდოევროპული სომხური უკვე უცხო გახდა ქართველებისათვის, რადგან ქართლი გადაურჩა გაინდოევროპელობას.

"მაშინ ქართველთაცა დაუტევეს სომხური", — წერს ლეონტი. სინამდვილეში კი პირიქიო მოხდა, სწორედ სომხებმა დაუტევეს სომხური, ე.ი. თავისი ძველი კავკასიურ-სომხური ენა და იწყეს მეტყველება ახალ — ინდოევროპულ სომხურზე. ასე, რომ კავკასიელი სომხვბისა და ინდოევროპელთა ტომების შერევის შედეგად, ინდოევროპელთა უპირატესობით წარმოიუვა ახალი ერი, ტომით ინდოვვროპული, მაგრამ ქართველები მას ძველ სახელს — სომეხს უწოდებენ კვლავაც, ხოლო მათ ენას ასევე უწინდებურად — სომხურს.

რა თქმა უნდა, ენა ერთი ხელის დაკვრით არ იქმნება და ლეონტის ნათქვამი ,,და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული" ისე არ უნდა გავიგოთ. თითქოს ქართველები ჯერ უცხო — სომხურ ენაზე ლაპარაკობდნენ და მერე უცებ ქართულ ენაზე ამეტყველდნენო. არა, ამით ლეონტი გვეუბნება, რომ მას შემდეგ. რაც ქართველებისათვის სომხური უცხო გახდა, — ახალი ინდოევროპული ტომების შემოსვვების შედეგად, ქართველებს აღარ ესმოდათ ის ენა და აღარც შეეძლოთ თავისი, მშობლიური ენისთავის ძველებურად სომხური ეწოდებინათ. აი, ამიტომ უწოდეს, არსებითად იმავე ენას, რომელზედაც თავიდანვე მეტყველებდნენ, ქართული. რატომ მაინც და მაინც ქართული და არა მეგრული ან ჰერული? ჰეროსი და ეგროსი ხომ ასევე ძმები იყვნენ? თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ნებისმიერი შვიდი ძმის სახელი წოდობოდა ენას, მაგრამ მაინც და მაინც ქართული რომ ეწოდა, ეს იმის უცილობელი ნიშანია, რომ სწორედ ქართლი იყო მაშინ დაწინაურებული, ფართო გაგებით კულტურულად და ენასაც ამიტომ ქართული ეწოდა.

ასე რომ, ძველი, დაახლოებით 2500 წლის წინანდელი სომხური და სომხეთი ისეთივე ქართული და საქართველო იყო, როგორც თვით ქართული და ქართლი არსებითად იყო სომხური და სომხეთი, ანუ სომეხი და ქართველი ერთი ტომის ხალხი, ერთი ერი იყო და მათ ენაც ერთი ჰქონდათ დასაბამიდან. ამის შემდეგ ისიც გასაგებია, თუ რატომ ჰაოსს ახსენებს ლეონტი პირველად, — უფროს ძმად და არა ქართლოსს. ამით ლეონტი გვეუბნება, რომ თავიდან სწორედ ჰაოსი, ე.ი. რვა ძმათაგან ერთ-ერთი კავკასიელი და არა ინდოევროპელი, დაწინაურებულია, მას უთავია თარგამოსიანთა — ღვიძლ ძმათა გაერთიანება (პერსპექტივაში) ერთ სახელმწიფოდ, მაგრამ დიდი ქარტეხილების შედეგად ჰაოსმა დაკარგა ეს მისია და თვით მშობლიური ენაც კი, იქცა რა სხვა მოდგმის ტომად. შემდგომში, უკვე ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ინდოევროპულმა სომხეთმა ერთხელ კიდევ სცადა კავკასიის გაერთიანება, მაგრამ აქაც გარეშე შემოსევების გამო მან ვერ მიაღწია მიზანს და იმდენად გაჩანაგდა, რომ საერთოდ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, რაც მხოლოდ ასევე გარეშე ძალებზე დაყრდნობით (საქართველო, რუსეთი) აღიდგინა საუკუნეების შემდგომ. ასე რომ სომხეთმა ვერც მისი კავკასიური რასის სახით და ვერც ინდოევროპული რასის სახით ვერ მიაღწია კავკასიაში პირველობას.

ასე მესახება ლეონტი მროველის თვალსაზრისი და, ამდენად, მიმაჩნია, რომ მისი ე.წ. "არმენოფილობა", რასაც მას მიაწერენ მკვლევარები სრულიად უსაფუძვლოა. თუ აქ წარმოდგენილი თვალსაზრისით განვიხილავთ ლეონტი მროველის ცნობებს სომხებისა და სომხეთის შესახებ, ვფიქრობ, იქ პრინციპულ წინააღმდეგობებს ვერ ადმოვაჩენთ. ვამბობ პრინციპულს, რადგან არა არსებითი უზუსტობანი, შესაძლოა თვით ლეონტისაც მოსვლოდა და უფრო კი მის გვიანდელ გადამწერლებს უნდა დაეშვა, რაც ჩვეულებრივი ამბავია საერთოდ ისტორიოგრაფიაში.

ამრიგად, ნოეს შთამომავალნი, თარგამოსის ვაჟები: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს — არიან ღვიძლი ძმები. თეორიულად სავსებით შესაძლებელი იყო ყოველი მათგანი გამხდარიყო ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს აღმაშენებელი, მაგრამ ისტორიულმა ვითარებამ ეს მისია ჯერ ჰაოსს დააკისრა, შემდეგ ქართლოსს, რომელმაც კიდეც შეასრულა იგი. თუმცა მხოლოდ X11-X1V საუკუნეების ფარგლებში...

ახლა უშუალოდ პირიქითა საქართველოს შესახებ. ჩამოთვლის რა თარგამოსის ვაჟიშვილთა ქვეყნებს და მათ საზღვრებს, ლეონტი ეგროსის შესახებ წერს. "ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით ზღუა, ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა, ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია" (5).

ბედია აწინდელი ოჩამჩირეს ახლოს მდებარეობს, აქ სატახტო ქალაქის აშენება, ცხადია, შემთხვევითი არ არის. მაგრამ ლეონტის ამ ცნობიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ეგრისის ჩრდილოეთის საზღვარის მითითება: "ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა." ეს მდინარე მცირისა ხაზარეთისა რომ აწინდელი მდინარე ყუბანია, ცნობილია, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში ლეონტის ეს ცნობა არა სწორად არის გაგებული. ასე ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ეგრისის ჩრდილოეთის ,,მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა" (6).

შემდგომში ეს აზრი ტრადიციული გახდა და თითქმის ყველა მომდევნო მკვლევარი მას იზიარებს.

ამრიგად, ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი, ლეონტის მიხედვით, მდინარე ყუბანის მხოლოდ შესართავზე გადიოდა, იქ, სადაც მას "წარსწუთების" კავკასიის წვერი, ანუ იქ, სადაც მდინარე ყუბანის შესართავს უახლოვდება კავკასიონის ქედის წვერი — დასაწყისი. მაგრამ ლეონტის გარკვევით უწერია "მდინარე მცირისა ხაზარეთისა", ანუ მთლიანად მდინარე ყუბანი და არა ამ მდინარის შესართავი ან მისი სხვა მეონაკვეთი. ამიტომ, ცხადია, ლეონტი გულისხმობს მთელს მდინარეს, სათავიდან შესართავამდე და არა მხოლოდ მის შესართავს. ლეონტი მროველს რომ აქ მართლაც მხოლოდ შესართავი ეგულისხმა, მაშინ ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი დაუდგენელი დარჩებოდა, რადგან ამ მდინარის შესართავი ეგრისის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის ერთი მცირე მონაკვეთია და იგი სრულებით ვერ ფარავს მის ჩრდილოეთ საზღვარს. ამიტომ აქ კავკასიის წვერის ხსენებაც ვერ განმარტავს საკითხს, რადგან წვერიც მხოლოდ ერთ მონაკვეთს აღნიშნავს და არა მთელს ჩრდილოეთ საზღვარს. როცა ლეონტი წერს, რომ ეგრისის საზღვარს ჩრდილოეთით შეადგენს "მდინარე მცირისა ხაზარეთისა", ვიმეორებ, აქ მდინარე იგულისხმება მთლიანად, სათავიდან შესართავამდე. ვფიქრობ, ეს უდავოდ ასეა, მაგრამ რატომ დასჭირდა ლეონტის განმარტება: "სადა წარსწუთების წუერი კავკასისა"? საქმე ის არის, რომ ლეონტი მროველის დროს, და საერთოდ, მანამდეც და მას შემდეგაც, საუკუნეების განმავლობაში, მდინარე ყუბანს ორი შესართავი ჰქონდა, იგი ერთდროულად შავსა და აზოვის ზღვებს ერთვოდა. ამიტომ, ლეონტის რომ შესართავი დაეწერა, უნდა განემარტა, რომელი — შავი თუ აზოვის ზღვისა. საერთოდ რომ არ ეხსენებინა შესართავი, მაინც გაუგებარი იქნებოდა, რადგან საზდვარი მდინარის მთელს დინებაზე -- სათავიდან შესართავამდე გადიოდა და აუცილებელი იყო იმის განმარტება, თუ რომელ შესართავს მიყვებოდა იგი. ვფიქრობ, ლეონტი მროველმა საუკეთესო გამოსავალი იპოვა, როცა შესართავის განმარტებას ამჯობინა კავკასიის წვერის ხსენება. საქმე ის არის, რომ კავკასიონის წვერი, ე.ი. ქედის დასაწყისი, მდინარე ყუბანის სწორედ შავი ზღვის შესართავს "წარსწვთებოდა" — უახლოვდებოდა და არა მის აზოვის ზღვის შესართავს. ეგრისის დასავლეთი საზღვარი კი შავი ზდვა იყო. ასე რომ ლეონტი მროველმა ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი, იგივე სავუთრივ ეგრისის ჩრდილოეთი უძველესი საზღვარი. თანამედროვე ქართულით ლეონტის ეს ცნობა ასე ყალიბდება: ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი გადის ედინარე ყუბანზე, ამ მდინარის მთვლს დინებაზე, სათავიდან შესართავამდე, იმ შესართავამდე, სადაც მას კავკასიონის ქედის დასაწყისი უახლოვდება, ანუ მდინარე ყუბანის შავი ზღვის შესართავამდე.

ასე რომ, ლეონტი მროველის თანახმად, მდინარე ყუბანის ეთელი მარცხენა ნაპირის ქვეყანა, შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით, ტამანის ნახევარკუნძულამდე, ყოფილა საქართველოს, საკუთრივ, ეგრისის ისეთივე მკვიდრი ნაწილი, როგორიც იყო, ვთქვათ, ბედია, უწინდელი ეგრისი, სადაც ეგროსმა ქალაქი აიშენა. მაგრამ ეგრისი-ბედია, ქვეყნის შუაგულში იყო, რაც ბუნებრივია, რადგან იქ ეგროსმა სატახტო ქალაქი აიშენა, ხოლო პირიქითა საქართველო ეგრისის ჩრდილოეთი მხარე გახლდათ. მთელი ეს ტერიტორია დიდი ხანია რუსეთს უჭირავს. რუსებზე უწინ კი იქ ჩერქეზები ანუ ადიღეელები ცხოვრობდნენ, რომელთა ნაშთი ახლაც იქვე ცხოვრობს. სიდიდით ეს მხარე აწინდელი საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტია. და აი, ლეონტი მროველის თანახმად, მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირის ქვეყანა, მისი მიმდგომი შავი ზღვის სანაპიროთი, ტამანის ნახევარკუნძულამდე, უძველესი დროიდან ქართველთა ისეთივე დედასამშობლო ó პირველსაცხოვრისი ყოფილა, როგორც, ვთქვათ, კახეთი, მესხეთი და ქართლი, ანუ ეს გახლდათ პირიქითა საქართველო.

რამდენად სარწმუნოა ლეონტი მროველის ეს უაღრესად დიდმნიშვნელოვანი ცნობა?

ბუნებრივია, ამის შესამოწმებლად ყველაზე სანდო ცნობები იმ ხალხის წყაროებში უნდა ვეძებოთ, რომელიც პირიქითა საქართველოში ქართველების შემდგომ დასახლდა. ქვემოთ ასეც მოვიქცევი, ოღონდ ჯერ ისევ ლეონტის მივმართავ იმის გასარკვევად, თუ რას გვაუწყებს იგი საერთოდ ჩრდილოეთ კავვასიის მოსახლეობის შესახებ: "ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიათა ჩრდილოთ, და უმკვიდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისათვის გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღვითგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარვთისად. და მისცა კავკასიის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულამდე კავკასიისა, დასავალით" (7).

პირველ რიგში აქ ყურადღებას იქცევს ფრაზა: "ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა...", ამას წერს ლეონტი მას შემდეგ, რაც უკვე ექვსი ძმის ქვეყნების საზღვრები ჩამოთვალა და როცა იწყებს მეშვიდე და მერვე ძმების ქვეყნების საზღვრების მითითებას. "კავკასიათა ჩრდილოთ" აღნიშნავს კავკასიონის მთათა სისტემის ჩრდილოეთით მდებარე მხარეს და არა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მთებსა, ხეობებს, ვინაიდან მთელი კავკასიონი, თავისი ამიერ და იმიერ განშტოებებით თარგამოსს ეკუთვნოდა. ამასვე ადასტურებს ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარიც, რომელიც კავკასიონის ქედის უმაღლესი მწვერვალის, იალბუზის ჩრდილოეთი ფერდობებიდან იწყება — მდინარე ყუბანის სათავეებში, მიჰყვება ამ მდინარის დინებას ჯერ ჩრდილოეთით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაივაკებს, ე.ი. გასცდება კავკასიის მთათა სისტემას და მიადგება "კავკასიათა ჩრდილოთ", ე.ი. კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანას, აი ამის შემდეგ თანდათან უხვევს დასავლეთისაკენ, მოხაზავს მრუდე ნახევარწრეს და ერთვის შავ ზღვას. და იმის გამო, რომ ლეონტი მროველს ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი მიაჩნია კავკასიად და არა "კავკასიათა ჩრდილოთ", მას არ სჭირდება განმარტება, თუ ვის ეკუთვნოდა პირიქითა საქართველოს ტერიტორია იქ ეგროსის დამკვიდრებამდე. ხოლო იქ, სადაც ლეონტი ,,კავკასიათა ჩრდილოთ", შეიძლება ასეც ითქვას, იქ, სადაც იგი ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მიწებს ახსენებს, ლეონტის საჭიროდ მიაჩნია განმარტება, რასაც კიდეც აკეთებს. რა არის მისი განმარტების არსი? პირველი, რასაც ლეონტი გვაუწყებს ისაა, რომ თარგამოსს არ ეკუთვნოდა კავკასიონის მთათა სისტემის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, ანუ ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მხარეო. შემდეგ იგი გვამცნობს, რომ იმ მხარეში არავინ არ ცხოვრობდაო — "არამედ არცა იყო კაცი კავკასიათა ჩრდილოთ", და ბოლოს განმარტავს, ის ქვეყანა არავისი სამკვიდრო არ იყოო, — "და უმკვიდრო იყო ქვეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა..." აქ მაინც და მაინც "უმკვიდროს" აღნიშვნა იმის მოწმობაა, რომ ლეონტიმ იცის, არამკვიდრი მოსახლეობა ó მომთაბარე ველურები კი მიმოდიან იმ ველებზე, მაგრამ ისინი იმ ქვეყნის მკვიდრნი არ არიან და ის ქვეყანა არავისი სამკვიდრო არაა, არც თარგამოსისა და არც ველურებისაო. ყოველივე ამის აღნიშვნა ლეონტის იმისათვის დასჭირდა, რომ დაესაბუთებინა თარგამოსიანთა იურიდიული და მორალური უფლებები ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებზე. ეს კი აღმავალი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური პრეტენზიების გამოხატულება გახლდათ, რომელიც ისტორიულ ჭეშმარიტებას ემყარებოდა. მაშინდელ საქართველოში კარგად ესმოდათ, როგორც ამიერკავკასიას ჰქონდა თავისი ბარი მტკვარისა და რიონის აუზების ველების სახით, ასე ჩრდილოეთ კავკასიას უნდა ჰქონოდა ბარი მისი მიმდგომი ველების სახით. მხოლოდ ასე შეიქმნებოდა დიდი, ეკონომიკურად მყარი სახელმწიფო, რის აღმშენებლობასაც ესწრაფვოდა საქართველო და რასაც იდეოლოგიურად ემსახურებოდა ლეონტი მროველის კონცეფცია.

ამრიგად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეონტიმ იურიდიულად და მორალურად დაასაბუთა თარგამოსის პრეტენზიები "კავკასიათა ჩრდილო" ველებზე. მან განაგრძო თავისი დებულების ჩამოყალიბება. "ამისათვის გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი". "ამისათვის" აქ ხაზგასმაა იმისა, რომ თარგამოსი სავსებით სამართლიანად მოიქცა, ზემორე განმარტება-დასაბუთების თანახმადო.

"და მისცა ლეკანს ზღვითგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად". აქედან ირკვევა, რომ ლეკანის საზღვარი აღმოსავლეთით კასპიის ზღვა ყოფილა, ხოლო დასავლეთით — მდინარე თერგი. მაგრამ მდინარე თერგი თვითონ ერთვის კასპიის ზღვას. რა თქმა უნდა, ლეონტიმ ეს იცის და ამიტომაც წერს "მდინარემდე" და არა "მდინარე", ე.ი. მდინარე თერგის ერთი, გარკვეული მონაკვეთიო და არა მთელი მდინარე, როგორც ეს ეგრისის ჩრდილოეთ საზღვარზე აქვს აღნიშნული მთლიანად მდინარე ყუბანის შესახებ. რადგან ლეონტი წერს "ზღვითგან დარუბანდისად ვიდრე მდინარემდე ლომეკისა", ხოლო ლომეკი ანუ თერგი კასპიის ზღვას ერთვის, ცხადია, იგი იმ უაზრობას არ დაწერდა, თითქოს საზღვარი ზდვასა და ამ ზდვაში მდინარის შესართავზე გადისო, ე.ი. სინამდვილეში არც არსებობსო. ამიტომ მისი, "ზღვიდან-მდინარემდე", გარკვევით მიგვითითებს, რომ საზღვრის აღმოსავლეთი მონაკვეთი კასპიის ზღვაზეა, ხოლო დასავლეთი — მდინარე თერგის უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთი, რომელიც აწინდელი ყაბარდოს აღმოსავლეთ მხარეზე მოდის. შემდეგ. ლეკანის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ვოლგის შესართავიდან იწყებაო: "ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად", — წერს ლეონტი და აქაც, განსხვავებით ეგრისის ჩრდილოეთი საზღვრისა, სადაც იგი უთითებს. "მდინარე მცირისა ხაზარეთისა", ე.ი. მდინარე და არა მდინარემდე, ლეკანის საზღვარზე პირიქით აღნიშნავს — მდინარემდე და არა მდინარე. აქედან ცხადია, პირველ შემთხვევაში — ეგროსის მიმართ, ლეონტი მდინარეს გულისხმობს მთლიანად, რაშიც ზემოთ დავრწმუნდით, ხოლო ლეკანის მიმართ იგი მდინარის მხოლოდ ერთ ნაწილს, მის შესართავს გულისხმობს, რაც აღნიშნული აქვს კიდეც ფრაზით: "რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა". მაგრამ ვოლგის შესართავის მითითება ლეკანის ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრის მხოლოდ ერთ წერტილს, მის დასაწყისს აღნიშნავს და თითქოს მთელი ჩრდილოეთი საზდვარი ლეონტის მითითებული არა აქვს. სინამდვილეში ლეონტის ვოლგის შესართავის დასავლეთით, ე.ი. ლეკანის ჩრდილოეთი საზღვრის ფარგლებში ხელშესახები ორიენტირი არ ეგულება, ვთქვათ, მთა ან მდინარე და მართლაც იმ ტრამალებზე არც არის ასეთი ორიენტირი. ამიტომ ლეონტი არ მიუთითებს მას, მაგრამ ცხადია, ლეკანის ჩრდილოეთი საზღვარი, მდინარე ვოლგის შესართავიდან, დასავლეთის მიმართულებით, მას იმის პარალელურად მიაჩნია იქამდე, სადაც ლეკანის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი აღწევს მდინარე თერგამდე. ასე რომ მდინარე ვოლგის შესართავიდან ჩრდილოეთი საზღვარი დასავლეთისაკენ გრძელდება იქამდე, სადაც მას მდინარე თერგის უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთიდან ჩრდილოეთისაკენ წარმოსახვით გაგრძელებული ხაზი გადაჰკვეთს. დაახლოებით ამ ადგილას ამჟამად პატარა ქალაქი არზგირი მდებარეობს. სამხრეთ საზღვარს ლეონტი მროველი აქ ცალკე აღარ აღნიშნავს, რადგან თავიდანვე კონტექსტით მიუთითა — კავკასიონის ქედი. და ამდენად ლეკანის ქვეყანა მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას (ნაწილს), რაც თარგამოსს ეკუთვნოდა და ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებს, რაც თარგამოსს არ ეკუთვნოდა, მაგრამ არც არავისი სამკვიდრო-კუთვნილება იყო და თარგამოსმა პირველმოსახლის, პირველი მკვიდრის უფლებით დაასაკუთრა ლეკანს.

კიდევ უფრო ლაკონიურად განმარტავს ლეონტი კავკასის, ანუ აწინდელ ჩეჩენ-ინგუშთა წინაპრების საზღვარს: "და მისცა კავკასოს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულამდე კავკასისა, დასავალით". აქაც ერთი შეხედვით არც ჩრდილოეთი საზღვარია და არც სამხრეთი საზღვარი მითითებული და თვით აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრებიც, ასევე თითქოს ბუნდოვნად არის აღნიშნული. სინამდვილვში, როგორც დავრწმუნდით, ლეონტი ადრე აღნიშნულს აღარ იმეორებს, რადგან ეს მისი და, საერთოდ, ძველი ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი, დახვეწილი სტილია, ამიტომ ლეონტის თანახმად კავკასიის ქვეყნის საზღვარს აღმოსავლეთით შეადგენს მდინარე თერგზე და მის ჩრდილოეთით გამავალი ხაზი, რომლის ერთ მხარეს — აღმოსავლეთით ლეკანის ქვეყანაა, ხოლო მეორე დასავლეთით — კავკასისა. ჩრდილოეთი საზღვარი ასევე იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელიც ლეკანის საზღვრით იწყება მდ. ვოლგის შესართავიდან და გძელდება დაახლოებით ზემოხსენებულ აწინდელ ქალაქ არზგირამდე, მაგრამ სადამდე გრძელდება თვით კავკასის ჩრდილოეთი საზღვარი? ამის დასადგენად ჯერ მისი სამხრეთი და დასავლეთი საზღვრები გავარკვიოთ.

სამხრეთი საზღვარი რომ კავკასიონის ქედზე გადის, ეს ცხადია, მაგრამ სადამდე? „ვიდრე დასასრულამდე კავკასისა, დასავალით", — წერს ლეონტი. აქაც გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს კავკასიონის უკიდურეს დასავლეთ წერტილს, მდინარე ყუბანის შესართავთან უთითებს ლეონტიო, მაგრამ არა. „სადა წარსწუთების წუერი კავკასისა" ლეონტიმ უკვე მიუთითა ეგრისის საზღვრების დადგენისას, აქ კი მხოლოდ კავკასიის დასასრულს ადნიშნავს და არა მის წვერს. კავკასია ლეონტისათვის არის მთათა სისტემა და არა ერთი გამჭოლი ქედი, ამიტომ იგი, როცა წერს „წუერი კავკასიისა“, აქ აშკარად მთავარ ქედს გულისხმობს, ხოლო, როცა აღნიშნავს: „დასასრულამდე კავკასისა", აქ მთავარ ქედს კი არა, ზოგადად მთათა სისტემას გულისხმობს. ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ ლეონტი, რომელიც ასე ზუსტად ადგენს საზღვრებს და ერთხელ აღნიშნულს აღარ იმეორებს, თავის დებულებებს მთლიან კონტექსტში აყალიბვბს. ასე რომ, როცა ლეონტიმ დაადგინა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში ეგროსის საზღვარი ედინარე ყუბანზე, აქედან ჩანს, რომ კავკასის ქვეყნის დასავლეთი საზღვარი ამ მდინარემდე, მის აღმოსავლეთით ყოფილა და არა დასავლეთით. და სწორედ მდინარე ყუბანის ზემო დინების აღმოსავლეთით მდებარეობს კავკასიონის ყველაზე ჩრდილოეთი განშტოება, აწინდელი ე.წ. სტავროპოლის ზეგანი, სადაც მართლაც „დასავალი“ — დასასრულია კავკასიონის მთათა სისტემის ამ მონაკვეთისა. სავსებით აშკარაა, რომ ლეონტის სწორედ ეს ზეგანი აქვს მხედველობაში, როცა იგი კავკასის დასავლეთის საზღვარს უთითებს. „ვიდრე დასასრულამდე კავკასისა, დასავალით".

ასე რომ, რა კუთხითაც გინდა განვიხილოთ, ლეონტი მროველის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიისა და მისი მიმდგომი ტრამალების უძველესი, მკვიდრი მოსახლეობა გახლდათ ქართველები, ვაინახები, ანუ ჩეჩენ-ინგუშები და დაღესტნელები, ანუ ლეკები. არც ადიღეელები, არც ოსები და საერთოდ არავითარი სხვა ჯურის ხალხი იქ ლეონტის არ ეგულება პირველ, მკვიდრ მოსახლედ. ასე რომ პირიქითა საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ყუბანზე ლეონტის შემთხვევით არ მიუთითებია. მთელი ჩრდილოეთი კავკასია და მის ჩრდილოეთით მდებარე ტრამალები თარგამოსიან ძმათა — ეგროსის, ლევანის და კავკასის პირველსაცხოვრისი იყო ლეონტი მროველის თანახმად.

გარდა ლეონტისა, თუ გვაქვს კიდევ სხვა მსგავსი წყარო?


______________________________________

* ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი და მეორე, ტფ.1913, გვ.55.
(1) ქართლის ცხოვრება I, თბ. 1955, გვ. 5.
(2) იქვე, გვ 16.
(3) იქვე, გვ 15.
(4) იქვე, გვ 16.
(5) დასახ. ნაშ. გვ. 5.
(6) ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები... ტფ. 1919. გვ. 4.
(7) ქართლის ცხოვრება I, თბ. 1955, გვ. 8.

გაგრძელება